ვალდანო "მადრიდის რეალზე"

ხორხე ალბერტო ვალდანო მაყურებლების წინაშე წადგა პედრო ფერნანდესის გადაცემაში, რომელიც გამომცემლობა ASის მიერ იყო ორგანიზებული. მას მწვანე ფერის ჰალსტუხი ეკეთა. ვალდანოს პუბლიკის წინაშე გამოსვლა დაემთხვა იმ გარჩევებს, რაც თან მოყვა სამეფო კლუბის მარცხს „სევილიასთან“. ისეთი პიროვნებისთვის, რომელიც სხვადასხვა ნიშან–თვისებების გარდა , ცნობილია იმით, რომ შეუძლია გულშემატკივრებისთვის მომავლის რწმენის აღძვრა და შესანიშნავად მოქმედებს მათ ფსიქიკაზე იყოლიებს და გადმოყავს რა ისინი საკუთარ მხარეს, უკეთეს პერიოდს საზოგადოების წინაშე წარსადგენად ვერც იპოვიდნენ.


ვიდეოარქივებმა , სადაც აღბეჭდილი იყო ხორხე ვალდანოს ევოლუციის ეტაპი, დაწყებული მისი ფეხბურთელობიდან, გაგრძელებული მისი მწვრთნელობით, კიდევ ერთხელ დაამრწმუნა საზოგადოება, ხომ ხორხე მხოლოდ პროგრესირებს.


„პედრო ფერნანდესმა მისთვის დამახასიათებელი ირონიით ამ პრეზენტაციას „ვალდანო, დაბრუნება“ უწოდა, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, თუ მას „დაბრუნება, ნაწილი V“–ს ვუწოდებდით, ისევე როგორც საშინელებათა ფილმებშია, რომლებიც იმ კრიტიკის ქარცეცხლთან მიმართებაში, რაც კლუბმა და მისმა მესვეურებმა გადაიტანეს, ახლოსაც ვერ მივლენ. მეხუთე ნაწილი იმიტომ, რომ პერესის წინა პრეზიდენტობისას სპორტულ დირექტორად მოსვლამდე, მე კლუბში თანმიმდევრობით ვიყავი ფეხბურთელი, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი და პირველი კლუბის დამრიგებელი.“


„თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი კლუბის შიდა მდგომარეობასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ის ერთგვარად სამაგალითოა. პრაქტიკულად ყველაფერი, რაც აუცილებელია, აქ არის. ამ მხრივ ჩვენ ვეყრდნობით ბერნაბეუს დოქტრინას. ამის შესახებ უკვე ისაუბრა ფლორენტინო პერესმა ანალოგიურ გამოსვლაში. მე ვესაუბრე ამასთან დაკავშირებით პაულო ბრაინტერს–ადამიანს, რომლის სიტყვებსაც შეიძლება ენდო. მან თქვა, რომ ბერნაბეუ იყო ერთადერთი გენიოსი და უდიდესი ადამიანი, ვისაც კი ის ოდესმე შეხვედრია.“


„იმ დროს კლუბის დიდიება განისაზღვრებოდა გაყიდული ბილეთების მიხედვით. იმ პირობებში ბერნაბეუმ ევროპაში უდიდესი და მასშტაბური სტადიონი ააშენა. დღეს ეს ტრიბუნები ბევრ გულშემატკივრებს იტევს, შესაბამისად მათი ყურადღება ისევე უნდა მივიპყროთ, როგორც წინათ–ნიჭიერი ფეხბურთელებით.“


„მოთმინება–ნამდვილად არაა ჩვენი კლუბის მთავარი კოზირი. „მადრიდი“ მხოლოდ სრულყოფილებისთვის და მოგებისთვისაა, რასაც ლამაზი თამაშის შედეგად აღწევს. როცა ერთ–ერთი მათგანი აკლია, ეს საერთო მაშტაბის სადისკუსიო საკითხი ხდება. ფეხბურთში არსებობს საკუთარი საკორდინატო სისტემა. შეუძლებელია წინდაწინ გაიგო როდის შეძლებს კლუბი სრულყოფილი თამაშის ჩვენებას პირველივე , მეორე , თუ მესამე თვეში. ერთი თამაშის წარუმატებლობამ არ უნდა შეგვაშინოს.“


სიჩქარე

„ჩვენ კლუბს ბევრი სამუშაო აქვს სწარფი ფეხბურთის თამაშის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ესაა ის, რისკენაც მივისწრაფით. კლუბში გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც შესანიშნავ სიჩქარეს ფლობენ და რომლებსაც შეუძლიათ ერთი სათამაშო ტემპიდან მეორეზე გადასვლა წუთებში მოახერხონ. ამ ეტაპზე ჩვენ შეუთამაშებლობა გვაკლია, ამას ხაბი ალონსოც აღიარებს, ფებხურთელი, რომელიც გუნდური თამაშის არქიტექტორად ითვლება.“


„ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე უკეთესი და დამაკმაყოფილებელი სეზონის დაწყება წარმოუდგენელი იყო. ჩვენ 18 შესაძლებელი ქულიდან 15 ავიღეთ და ამასთან მხოლოდ ერთი შეხვედრა მოვიგეთ ერთი ბურთის უპირატესობით. ჩემპიონთა ლიგაში ჩვენ სწორი ტემპი ავიღეთ. მარტო „სევილიასთან“ პირველ ადგილზე კასილასი გამოჩნდა. საკმარისი დრო გვაქვს შეცდომებზე სამუშაოდ. ამ ეტაპზე სიამოვნების მომგვრელი მომენტები უფრო მეტი იყო, ვიდრე იმედის გამცრუებელი.“


„ფლორენტინო კმაყოფილია, მაგრამ როგორც ყველა გულშემატკივარი , ისიც ღელავს, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ისევე როგორც პელეგრინი“


პელეგრინი

„ჩვენ გავიმართლა მისი სახით. ის ინტელიგენტია, კარგად აზროვენბს და ოლიმპიური სიმშვიდით ძლევს ყველა იმ გაუგებრობას, რაც შეიძლება რომ კლუბში წარმოიშვას. პელეგრინი ძალიან სერიოზულად ეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას კლუბთან მიმართებაში, რისი ნათელი დადასტურებაცაა ის ფაქტი, რომ ახალმოწვეული ფეხბურთელები სწრაფად გადიან ადაპტაციის პროცესს. კლუბი საიმედო კაცის ხელშია.“


„მას აუცილებლად უნდა მივცეთ უფრო მეტი დრო. თუ ერთი წლის წინ მე შემომთავაზებდნენ გამეკეთებინა ჩემი ფსონი მანოლო ხიმენესის მომავალთან დაკავშირებით სევილიას რიგებში, მაშინ მე ვიტყოდი, რომ მისი დრო კლუბში დათვლილი იყო. გავიდა ერთი წელი და მან მიაღწია იმას, რომ კლუბი მისი სქემის მიხედვით თამაშობს.“


„როტაციის პოლიტიკა მარტივად იმით აიხსნება, რომ კლუბში ბევრი ფებხურთელი გვყავს, ხოლო მწვრთნელი ვალდებულია თითოეულ მათგანს შანსი მისცეს. როტაცია კიდევ იმითაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რომ ამით თითოეული ფეხბურთელი უკეთ ეცნობა მთავარი მწვრთნელის იდეებს.“


„ბოლო დროს ბევრი დაიწერა და ითქვა კრიშტიანო რონალდუს არ ყოფნასთან დაკავშირებით. თუ კლუბი, რომლის შემადგენლობაში თამაშობდა მარადონა, იტანჯებოდა მისი არ ყოფნის დროს, შესაძლებელია თუ არა სხვა რამე მომხდარიყო რონალდუს შემთხვევაში? კლუბი, რომელსაც საკუთარ რიგებში ყავს კრიშტიანო რონალდუ, აუცილებლად განიცდიდეს იქნება ნეგატიურ ზემოქმედებას მისი არ ყოფნის პერიოდში და ეს არცაა გასაკვირი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის გარეშე არ შეუძლია ფუნქციონირება. შეუძლებელია მისი როლის არ აღნიშვნა, მაგრამ იმის თქმა, რომ კლუბი მასზეა დამოკიდებული ნაადრევი და შეუსაბამოა.“


„შეიძლება თუ არა „ბარსელონასთან“ ბრძოლა? რა თქმა უნდა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ განსხვავება სათამაშო სტილს შორის თითოეულ კლუბთან მიმართებაში. აი უკვე 25 წელია, რაც „ბარსა“ ერთსა და იმავე მოდელს იყენებს, მაშინ როცა „მადრიდი“ უპირატესობას კარგ სათამაშო სტილს ანიჭებს. ჩვენ ყოველთვის დაჟინებით ვცდილობდით გოლის გატანას, ამიტომაცაა რომ გვიჭირს ახლო მანძილზე გადაცემებისა და ბევრი კომბინაციის გათამაშება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის სტილი, რომელიც უფრო კონკურენტუს გაგვხდის და ხაზს გაუსვამს კლუბის ღირსებებს.“


ხორხე ვალდანოს გამოსვლის შემდეგ, დაისვა ბევრი კითხვა, პირველი გაისმა რაულის სახელი, რომელსაც შემდეგ მოყვა სხვადასხვა სახის კითხვები ფეხბურთელებზე, როგორებიც არიან გუტი, ბენზემა, ნეგრედო, კასილასი, მარსელო, რობერტო კარლოსი, მესი და თავად მარადონაც.


„“მადრიდის რეალი“ ყოველთვის უჭერდა მხარს რაულს. ის ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, ვინაიდან არის ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ რა სახის ღირსებები და ნიშან–თვისებები უნდა ქონდეს ბლანკოსების მაისურის მატარებელ ფეხბურთელს. ამ სეზონში მას შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ექნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც გააგრძელებს ჩვენ რიგებში გამოსვლას და სხვებისთვის მაგალითის მიცემას. საერთო ჯამში, რაული კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.“


„ამ სეზონში გუტის გამოსვლას პირადად მე მაღალ შეფასებას მივცემდი. თითოეულ შეხვედრაში ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მას გააქვს გოლი და ასევე გვევლინება ასისტენტის როლშიც–მოკლედ ის აკეთებს ყველაფერს, რაც მისი ამპლუის ფეხბურთელს ევალება. ამ სეზონში ის ძალიან მოტივირებულია. გუტი–მაღალი კლასის ფეხბურთელია.გავა კიდევ ორმოცდაათი წელი, ხოლო ის კვლავ იქნება საკულტო ფეხბურთელი.“


თავდამსხმელები

„ვთვლით, რომ ბენზემა მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდია. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ მოვახერხეთ მისი ყიდვა. მაგრამ ეს სულაც არ ფარავს იმ ფაქტს, რომ მწვრთნელს ნეგრედოც ძალიან მოწონს, ამიტომაც მისთვის სათამაშო დროის ქონა მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია. ამ ზაფხულს ჩვენ ვფიქრობდით ნეგრედოს დატოვებას, მაგრამ შემდეგ მისი გაშვება გადავწყვიტეთ. „მადრიდმა“ მაინც დაიტოვა უფლებას მისთვის მისაღები პირობებით გამოისყიდოს ფეხბურთელი.“


„რაც შეეხება კასილასის ფანტასტიკურ სეივს „ხოსე სანჩეს პისხუანზე“...არ ვიცი, იყო თუ არა ის საუკეთესო ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ ვიცი, რომ ის საუკეთესო იყო იმათ შორის, რაც მე იმ ორმოცი წლის განმავლობაში ვნახე,რაც ფეხბურთს მივუძღვენი.“


„მარსელო–კარგი ფებხურთელია, რომელიც შესნაიშნავად თამაშობს ნახევარდაცვაშიც. ის ჯერ კიდევ 21 წლისაა. იგი კლუბში ახალგაზრდა მოვიდა და იმის შემდეგ საგრძნობლად პროგრესირდა. არ უნდა განსვსაჯოთ მარსელო იმ თამაშის გამო. გვჯერა მას დიდი მომავალი აქვს. ერთი წლის წინ მის შესაძლებლობებში ეჭვიც ეპარებოდათ, მაგრამ ყველაფერი დასრულდა „ბერნაბეუზე“ ოვაციებით, მაშინ ის ნახევარდაცვაში თამაშობდა. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ მის დაცვას, ვინაიდან ის იმსახურებს ამას.“


„რისი თქმა შემიძლია რობერტო კარლოსზე? იმის, რომ ის საუკეთესო მარცხენა მცველი იყო, მაგრამ მის დაბრუნებას ჩვენ არ ვგეგმავდით და ეჭვი მეპარება, რომ მომავალში ასე მოხდეს. მიუხედავად ამისა, ის ამ თუ სხვა რანგში მაინც დაბრუნდება, ვინდაიდან ის ერთ–ერთი ჩვენგანია–ის მადრიდისტია.“


მესი

„აქ არანაირ დავას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მესი არასდროს შედიოდა ჩვენ გეგმებში. მე ყოველთვის ვფრთხილობ შედარებებისას. მარადონამ ფეხბურთში ისეთი გზა განვლო, რომ მას მარტო დი სტეფანოსა და პელეს გვერდით თუ დააყენებ. მესის ჯერ ამ გზის ნახევარიც არ გაუვლია. მოთმინებაა საჭირო. მას ჯერჯერობით არგენტინისთვის ისეთი რამე, რაც დიეგომ გააკეთა, არ გაუკეთებია, მაგრამ ამისთვის მას საკმარისი დრო აქვს.“


„ეხლა მარადონას წინაშე მნიშვნელოვანი საკითხი დგას–მან უნდა გაიყვანოს არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე. ვფიქრობ, არგენტინა აუცილებლად მოხვდება მუნდიალზე, ხოლო მარადონას კი ექნება კარგი შანსი დაუმტკიცოს მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს, რომ ის კარგი მწვრთნელიცაა..“


წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 10 ოქტომბერი 2009
  • 1454
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (244)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)