პერესი ზაფხულში პატოს შეძენას შეეცდება

გავრცელებული ინფორმაციით ფლორენტინო პერესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მილანის" ბრაზილიელი ფორვარდის, ალეშანდრე პატოს შეეცდება...


მოგეხსენებათ, დონ ფლორენტინოს მილანური გუნდის ადმინისტრაციასთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს, რამაც პირველ რიგში შეუწყო ხელი რიკარდო კაკას ურთულეს ტრანსფერს, რომელიც რამდენიმე წლის წინ განხორციელდა. ესპანელ მილიონერს ამჟამადაც აქვს კარგი დამოკიდებულების იმედი, "მილანსა" და "რეალს" შორის სატრანსფერო საკითხები ყოველთვის სარფიანად მიმდინარეობდა.

ბრაზილიელი ფორვარდი ამ სეზონში არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ეს მის კლასს ეჭვის ქვეშ ვერ აყენებს, რადგან პატო ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მას აქვს ბრწყინვალე დარტყმა, ტექნიკა და სისწრაფე, რაც ფორვარდისთვის საუკეთესოობის გარანტიაა.

ახალგაზრდა მოთამაშის ფასი სავარაუდოდ 45-50 მილიონი ევრო იქნება, რაც ნამდვილად არ არის პატარა თანხა, მაგრამ როგორც ჩანს პერესი არაფერზე აპირებს უკან დახევას, მისი მიზანია გუნდის შეტევითი პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ თუკი რიკარდო კაკა გუნდში დარჩა, ის ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს ახალწვეულ პატოს ჯერ ადაპტირებაში შემდეგ კი საუკეთესო თვისებების გამოვლენაში, რადგან ორი ბრაზილიელი ერთმანეთს "მილანში" და ბრაზილიის ნაკრებში ბრწყინვალედ უგებდა, ისინი შესანიშნავად კომბინირებენ და მეტოქეს დიდ პრობლემეს უქმნიან. dle 10.1

  • Hala
  • 19 თებერვალი 2012
  • 1938
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)