ბენზემა და ალონსო შეხვედრის შემდეგ

მადრიდის "რეალის" ფრანგმა ფორვარდი კარიმ ბენზემა და ესპანელი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო ჟურნალისტებს გაესაუბრნენ...


ბენზემა

"პოზიტიური შეხვედრა იყო, მატჩის პირველივე წუთიდან სადავეები ხელთ ვიგდეთ და ისე წავიყვანეთ თამაში, როგორც საჭირო იყო. არ ვიცი ვის ჩაეთვალა გოლი, მე თუ რამოსს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს."

"ყველა შეხვედრას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ვიცით, რომ თითოეულ დაპირისპირებაში მხოლოდ მოგებაა საჭირო. ახლა ცოტა ხნით ლა ლიგა უნდა დავივიწყოთ და ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გადავერთოთ. ყველასთვის ცნობილია, რომ მოსკოვში ცივა და რთული კლიმატური პირობებია, მაგრამ ამან პრობლემა არ უნდა შეგვიქმნას, ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება."

ალონსო

"ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, რადგან მხოლოდ 23 ტური გავიდა, 15 შეხვედრა გვაქვს გასამართი, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ შეხვედრის თუნდაც ფრედ დასრულება, ჩვენ გვსურს ჩემპიონობა და ამისათვის საჭიროა ურთულესი ვარჯიშების შესრულება და რაც ყველაზე მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება."

"ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელობის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცის, თუ მოვახერხებთ მოსკოვში გამარჯვებას, ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი 1/4 ფინალისკენ, რადგან მადრიდში გაცილებით უფრო გაწონასწორებულები გავალთ მოედანზე, კლიმატურმა პირობებმა არამგონია ხელი შეგვიშალოს, რადგან არაერთხელ გვითამაშია სიცივეში." dle 10.1

  • Hala
  • 19 თებერვალი 2012
  • 1511
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)