მოურინიო: "ამოცანა კვლავ სამი ქულაა"

ჟოზე მაურინიომ წინა სამატჩო პრეს-კონფერენცია გამართა


"ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ 3 ქულის მოპოვება იქნება, ჩვენ არ ვთამაშობთ რეკორდების მოსახსნელად შემდგომ, რომ ეს გაზეთებში დაწერონ. უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ კარგი მუშაობა, რადგან მეორე ადგილზე მყოფი გუნდი ძალიან ძლიერია და მას შეუძლია პრობლემები შეგვიქმნას. ამიტომ ჩვენ ჩვენი უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ და ტემპი არ უნდა დავაგდოთ."

"ბოლო რამოდენიმე კვირის მანძილზე, გუნდში თითქმის ყველა ფეხბურთელმა ივარჯიშა. რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია, რადგან ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში და რამოდენიმე ასპექტი. ჩვენ აუცილებლად გავაუმჯობესებთ ჩვენს თამაშს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა განსაზღვრული ამოცანები, მაგალითად რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა."

"მომავალ მატჩში, პრობლემა შეგვექმნება დაცვის მარჯვენა ფრთაზე, თუმცა ჩვენ გვყავს გუნდში რამოსი, რომელიც მრავალი წელი სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. ვფიქრობ მას არ გაუჭირდება ძველ ადგილზე დაბრუნება."

"დი მარიას ჯერ კიდევ "ლევანტესთან" შეეძლო თამაში ცოტა ხნით, თუმცა გადავწყვიტე ფეხბურთელი ბოლომდე გამოჯანმრთელბულიყო. იგი "რასინგთან" სათამაშოდ უკვე სრულ მზადყოფნაშია."

"ფეხბურთელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან,არამგონია სასტარტო შემადგენლობაში რაიმე ცვლილება შევიტანო, მითუმეტეს რომ ჩვენ იმდენად ბევრი თამაში არ გვიწევს როგორც ადრე." dle 10.1

  • beqa_real
  • 18 თებერვალი 2012
  • 1915
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)