თერთმეტმეტრიანების უზადო შემსრულებელი

ნებისმიერ გუნდს ესაჭიროება ისეთი თერთმეტმეტრიანების შემსრულებელი, რომელსაც გადამწყვეტ მომენტებში მუხლები არ უკანკალდება და ბურთს კარის ბადეში აუღელვებლად ახვევს. ამ მხრივ მადრიდის "რეალს" მშვიდად ყოფნის საშუალება აქვს, გუნდში ხომ კრიშტიანო რონალდოა - პენალტების უზადო შემსრულებელი...


კრიშტაინო რონალდომ ბოლო 25 პენალტიდან 24-ის გოლად რეალიზება მოახერხა. მარგი ქმედების კოეფიციენტი დაახლოებით 96% გახლავთ. უკანასკნელი მეკარე, ვინც პორტუგალიელის დარტყმულის მოგერიება მოახერხა, დიეგო ალვეშია. ამჟამად იგი "ვალენსიაში" ასპარეზობს, მაგრამ 2010 წლის 16 დეკემბერს იგი "ალმერიას" ღირსებას იცავდა და სწორედ ის გახლავთ პირველი და უკანასკნელი მეკარე, რომელმაც რონალდოს ესპანური კარიერის ფარგლებში მოახერხა თერთმეტმეტრიანის აღება. მას შემდეგ 14 თვე გავიდა, რონალდომ "პრიმერაში" 21 პენალტი შეასრულა, აქედან 10 წლევანდელ სეზონში და ყველა მათგანი კარის ბადეში გაჰხვია.

ცხადია, რონალდო ამ მხრივ რეკორდებზეც მიდის. 1986-1987 წლების სეზონში უგო სანჩესმა 12 პენალტის გატანა მოახერხა და ეს რეკორდად მიიჩნევა "რეალის" ისტორიაში, საერთო ჯამში მექსიკელმა იმ სეზონში 34 გოლის შეგადო. კრიშტიანოს კი ჯერ მხოლოდ 22 მატჩი აქვს ჩატარებული და 27 აქვს უკვე გატანილი. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, პორტუგალიელს სანჩესის რეკორდის მოხსნა არ უნდა გაუჭირდეს.

გარდა ამისა, კრიშტიანო "ლა ლიგის" რეკორდსაც უმიზნებს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პორტუგალიელმა ზედიზედ 21 თერთმეტმეტრიანის გატანა მოახერხა "ლა ლიგაში", იგი ამ მაჩვენებლით მხოლოდ რონალდ კუმანს, კუბალასა და მარანონს ჩამორჩება. ჰოლანდიელი ოთხი პენალტით უსწრებს რონალდოს, ხოლო უკანასკნელ ორს 23-23 ზედიზედ გატანილი პენალტი აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ რონალდოს კონკურენტებმა უკვე დიდი ხანია დაასრულეს კარიერა და კრიშტიანო უზადოდ ასრულებს თერთმეტმეტრიანებს, ძნელად სავარაუდო არცაა, რომ მან უახლოეს მომავალში დაამხოს "ლა ლიგის" რეკორდი ამ მხრივ. dle 10.1

  • wishmaster
  • 17 თებერვალი 2012
  • 2775
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)