თასის ფინალზე საუბრები არ ცხრება

როგორც იცით, უკვე გადაწყდა, თუ სად ჩატარდება "კოპა დელ რეის" ფინალი, თუმცა მასზე საუბრები მაინც არ ცხრება...


ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ "კოპა დელ რეის" ფინალში ბილბაოს "ატლეტიკი" და კატალონიის "ბარსელონა" იასპარეზებენ. ისიც კარგად გეცოდინებათ, თუ რა აჟიოტაჟი შეიქმნა ფინალის გასამართი სტადიონის ძიებისას. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ორშაბათს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შარშანდელის მსგავსად ფინალი "მესტალიაზე" ჩატარდეს, ეს იმის გამო მოხდა, რომ მადრიდელებმა ორი მოსისხლე მტერისთვის მოედნის დათმობა არ ისურვეს. ცხადია, ამან ორივე გუნდისგან არასასიამოვნო რეაქცია გამოიწვია.

დღეს, უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, თუ რატომ განაცხადა უარი ფლორენტინო პერესმა ფინალის "ბერნაბეუს" გამართვაზე. როგორც მოგეხსენებათ, "კოპა დელ რეის" ფინალი წესით ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე დღეს გაიმართება. დონ ფლორენტინოს განცხადებით, არ არის გამორიცხული "მერენგებმა" "ალიანს არენაზე" აღმართონ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის თასი და წესისამებრ მათ ზეიმი მადრიდში უნდა განაგრძონ მეორე დღეს, მაგრამ თუ "ბერნაბეუზე" ფინალი ჩატარდება, ეს ვერ მოხერხდება. ასე რომ, პერესი წინასწარ იზღვევს თავს. dle 10.1

  • wishmaster
  • 17 თებერვალი 2012
  • 2444
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)