"უფლისწული" ფერნანდო (II ნაწილი)

"უფლისწული" ფერნანდო (II ნაწილი)


კაცი, რომელმაც "რეალი" შეცვალა (II ნაწილი)...


იმავე ზაფხულს მადრიდელთა პრეზიდენტმა რამონ მენდოსამ ვალდანო "სანტიაგო ბერნაბეუზე" მთავარ მწვრთნელად მიიწვია, სენიორ ხორხემ კი კუნძულიდან ნახევარკუნძულზე გადასვლის პირობად რედონდოს შეძენა წამოაყენა."რეალმა" ფერნანდოს გადაბირების სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის გადახდაზე უკან არ დაიხია და ვალდანო-რედონდოს ტანდემმა თანამშრომლობა მადრიდშიც განაგრძო.

"უფლისწული" ფერნანდო (II ნაწილი)


ფერნანდოს საფეხბურთო ცხოვრებაში თავისთავად ახალი, საინტერესო და იმავდროულად, რთული ეტაპი დაიწყო. უმთავრესი სირთულე კი ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში მძაფრი კონკურენცია კი არა, გაუთავებელი ტრავმები გახლდათ. წინასასეზონო მზადებისას "რეალის" ახალწვეულმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც რედონდოს "პრიმერას" დასაწყისის გამოტოვება მოუხდა. უტეხი ხასიათითა და მადრიდელ მედიკოსთა დამსახურებით, რედონდომ მალევე აღიდგინა ჯანმრთელობა, ოპტიმალურ ფორმაშიც მოსალონდნელზე სწრაფად ჩადგა, ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და "თეთრების" გაჩემპიონებაში მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა. ფერნანდო მალე გახდა "ბლანკოსის" ქომაგების საყვარელი მოთამაშე და გულშემატკივრებმა მას "უფლისწული" შეარქვეს.1995 წლის ზაფხულში "რეალმა" რედონდოს ამპულის მოთამაშე, ფრედი რინკონი შეიძინა. ფერნანდო კიდევ უფრო მომძლავრდა, თანდათან გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და "რეალის" ასპარეზობის განმსაზღვრელ ფიგურად იქცა.

1996 წელს მადრიდელები უტიტულოდ დარჩნენ, რაც ვალდანოს პოსტის დატოვების ფასად დაუჯდა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში "სამეფო კლუბს" დამრიგებლები პანტაპუნტით ეცვლებოდნენ, რაც მთლიანობაში გუნდის ასპარეზობაზეც ახდენდა ზეგავლენას და "უფლისწულის" თამაშიც ჩრდილში იყო. ამ ყველაფერს იგლესიასი მოჰყვა, შემდეგ უკვე კაპელო გახლდათ "თეთრების" დამრიგებელი. ახალ მწვრთნელმა გუნდში ახალი ფეხბურთელები მიიყვანა, მათ შორის ნახევარმცველები ზეედორფი და ზე რობერტო. "უფლისწულმა" ჰოლანდიელთან ერთად მინდვრის შუაგულში ბრწყინვალე დუეტი შეჰქმნა.

"უფლისწული" ფერნანდო (II ნაწილი)


1997 წელს "რეალმა" 2 ქულით აჯობა "ბარსას", თუმცა, ჩემპიონობით გამოწვეულ სიხარულს, გუნდის პრაგმატული გულშემატკივრებისათვის მოსაწყენი ფეხბურთი აფერმკრთალებდა. ლორენსო სანსმაც კაპელო გაუშვა და გუნდი იუპ ჰაინკესს მიანდო. მადრიდში გერმანელის მისვლის შემდეგ "უფლისწულს" "მეორე სუნთქვა" გაეხსნა და საერთო აღიარებით, კარიერის პიკს მიუახლოვდა. "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაში გაიბრწყინა, რის შედეგადაც ბოდო ილგნერმა, ფერნანდო იერომ, რობერტო კარლოსმა, ფერნანდო რედონდომ, კლარენს ზეედორფმა, რაულ გონსალეს ბლანკომ, დავორ შუკერმა, პრედრაგ მიატოვიჩმა, ფერნანდო მორიენტესმა 32-წლიანი პაუზის შემდეგ "სამეფო კლუბს" კვლავ მოაგებინეს კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო გათამაშება. ტრიუმფში ლომის წილი "უფლისწულმა" დაიდო, ბევრისთვის კი უცნობი იყო, ძალის და ნებისყოფის როგორი დაძაბვა უწევდა მუხლმტკივან ფერნანდოს გადამწყვეტ საჩემპიონთალიგო მატჩებში მინდორზე გასასვლელად და საბრძოლველად.



"უფლისწული" ფერნანდო (II ნაწილი)


IIIნაწილიც მალე იქნება... dle 10.1

  • Mus.7
  • 16 თებერვალი 2012
  • 1610
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)