რონალდო vs ტონიო

როგორც მოგეხსენებათ, ამ უიქენდზე მადრიდის "რეალი" "რასინგს" მიიღებს "ბერნაბეუზე". ესპანელი ჟურნალისტების აზრით, ეს მატჩი რონალდოსა და სანტანდერული კლუბის მეკარის, ტონიო მარტინესის ბენეფისად იქცევა...


ორივე ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და უკანასკნელ ტურში ორივე მათგანმა უმაღლესი დონის თამაში აჩვენა. კრიშტიანო რონალდომ "ლევანტეს" წინააღმდეგ ჰეტ-ტრიკი შეასრულა. ჯერ მან თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, შემდგომ იგუაინის პასით თავური დარტყმით გაჰხვია ბურთი კარის ბადეში, ხოლო მესამე გოლი ყველას კარგად მოგეხსებათ, საიდან და როგორ გაიტანა. გარდა ამისა, პორტუგალიელის გოლი მადრიდის "რეალისთვის" რიგით 4000-ე აღმოჩნდა "ბერნაბეუზე".

რაც შეეხება "რასინგის" კიპერს, ტონიომ მადრიდის "ატლეტიკოსთან" ალბათ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, რამეთუ მან რამდენიმე ე.წ. "მკვდარი ბურთის" მოგერიება შეძლო და უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სანტანდერულმა კლუბმა არ წააგო. როგორც ხედავთ, ორივენი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან და ამ მატჩში სწორედ მათ დაპირისპირებას უნდა ველოდთ. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში "რეალსა" და "რასინგს" შორის მატჩი "მერენგთა" გამარჯვებით 6-1 დასრულდა. კრიშტიანო რონალდომ იმ შეხვედრაში ტონიოსთვის ოთხი გოლის გატანა შეძლო. დაველოდოთ, თუ რა მოხდება.... dle 10.1

  • wishmaster
  • 16 თებერვალი 2012
  • 3241
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)