მოურინიო თამაშის შემდეგ

ჟოზე მოურინიო თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.


"წინ კიდევ ბევრი თამაშია და შესაბამისად ბევრი დაკარგული ქულები. თითოეული მატჩი რთულია, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე ეხლა თითოეული გუნდისთვის. გუნდებისთვის, რომლებიც გასავარდნ ზონიდან ცდილობენ თავის დაღწევას ან გუნდებისთვის, რომლებიც ევროზონაში მოხვედრისკენ ისწრაფიან. ჩემპიონობისთვის ჩვენ კიდევ 39 ქულის მოგროვება გვმართებს, ანუ 13 მოგება გვინდა და ეს კი ძალიან ბევრია. 10 ქულიანი ჰანდიკაპი ჩვენ შეცდომის დაშვების უფლებას გვაძლევს.”

”მეორე წრეში ალბათ იმდენივე ქულას დავაგროვებთ, რამდენიც პირველ წრეში და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უმნიშვნელო შეცდომები დავუშვათ. გასვლაზე ბევრი რთული თამაშის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ უკვე დავამტკიცეთ, რომ საკუთარ კედლებში ჩვენი დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია. ”ლევანტე” ორგანიზებულად თამაშობდა ტაქტიკური თვალსაზრისით. უნდა გავაგრძელოთ მოგებათა სერია, ვინაიდან ჩემპიონები მხოლოდ მაშინ ვიქნებით, როცა ამას მათემატკა იტყვის.”

”არ მინდა იმაზე კომენტარის გაკეთება, რასაც პრესა წერს და ლაპარაკობს, ვინაიდან მისი/მათი ინტერესები კარდინალურად განსხვავდება ჩვენისგან. მე ჩემს ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ ისინი, ვინც ჩემპიონატს დასრულებულად აცხადებენ, როცა ჩვენ არ ვიგებთ, პირველები გვაკრიტიკებენ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და არ უნდა გავიხილოთ სხვა გუნდის მდგომარეობა.”

”კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა განუმეორებელი, ფანტასტიკური გოლი, რომელიც, ჩემი აზრით, მთელს მსოფლიოს შემოივლის. ეს განსაკუთრებული გოლი იყო და ის მთელს გუნდთან ერთად აღვნიშნეთ.”


”თუ ჩვენ ესპანეთის ჩემპიონები გავხდებით, მაშინ ეს სულაც არ იქნება დაკავშირებული გატანილ და გაშვებულ გოლთა შორის სხვაობასთან, არამედ ამის მიზეზი იქნება ქულათა უფრო დიდი ოდენობა, ვიდრე ”ბარსელონას” აქვს.”

”ჩემი გუნდი არ თამაშობს ესპანეთის თასის ფინალში, ასე რომ არ მაინტერესებს სად გაიმართება იგი.”


მოურინიო თამაშის შემდეგ
dle 10.1

  • shvela
  • 13 თებერვალი 2012
  • 3330
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)