"რეალი" - "ლევანტე" [პრევიუ]

გთავაზობთ დღევანდელი მატჩის პრევიუს...


"ხეტაფეს" დამარცხების შემდეგ "კოლიზეუმზე" მადრიდის "რეალი" შეეცდება "ლევანტეც" იგივე გზას გაუყენოს. ვალენსიურ კლუბთან შეხვედრა რიგით მეორე იქნება თებერვალში და როგორც მოურინიომ აღნიშნა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, ეს თვე ძალზედ რთულია "ბლანკოსისთვის" და ყოველივე სწორედ "ლევანტედან" იწყება. პორტუგალიელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი ერთადერთია "ლა ლიგაში", რომელსაც ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან ხუთივე აქვს მოგებული და ძნელად სავარაუდოა, რომ წარმატებული სერია დღეს შეწყდეს. მადრიდისტები მით უფრო მოტივაციით გამოვლენ მოედანზე, რამეთუ მათმა უშუალო მეტოქემ, "ბარსელონამ" გუშინ ყველასთვის მოულოდნელად "ოსასუნასთან" წააგო. გამარჯვების შემთხვევაში "მერენგები" წინ ათუ ქულით გაიჭრებიან და დიდ ნაბიჯს გადადგამენ ჩემპიონობისკენ.

"რეალს" ამჟამად 55 ქულა აქვს და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საკმაოდ დამაჯერებლად ლიდერობს "პრიმერას". "მერენგებს" 18 მოგება, ორი წაგება და მხოლოდ ერთი ფრე აქვთ. რაც შეეხება "ლევანტეს", ვალენსიელებმა 32ქულას მოუყარეს თავი და ამ ტურამდე მეოთხე ადგილს იკავებდნენ. როგორც იცით, "ღამურებმა" ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყეს და თითქმის გათამაშების მეოთხედის განმავლობაში ლიდერებიც იყვნენ, თუმცა შემდგომ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა და ახლა იგნასიო მარტინესის შეგირდები საკმაოდ ცუდად ასპარეზობენ.

მადრიდისტები ამ მატჩს რამდენიმე კარგი და დადებითი სტატისტიკით ეგებებიან. პირველი ის არის, რომ უკანასკნელი 28 მატჩში "მერენგები" მეტოქეთა კარის დალაშქვრას ახერხებენ. ამ სეზონში მათ მხოლოდ ორ მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდათ და ერთ-ერთი სწორედ "ლევანტესთან" იყო, როცა ვალენსიელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. მეორე ის გახლავთ, რომ უკანასკნელ 17 მატჩში "მერენგებმა" 65 გოლის გატანა მოახერხეს და სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ამ მაჩვენებლმა მეშვიდე ათეულში შეაბიჯოს...

ამ მატჩისთვის ჟოზე მოურინიომ 20 ფეხბურთელს უხმო. განაცხადს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ხედირა, თუმცა არის დანაკლისიც. როგორც მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე იტყობინებიან, ანხელ დი მარია არა ტრავმის, არამედ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილების გამო დარჩა განაცხადს მიღმა, ხოლო მარსელო, ლასი და ალტინტოპი ტრავმირებულნი არიან. ქარიმ ბენზემა მატჩს სავარაუდოდ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს, რამეთუ ფრანგს ძალიან კარგად გამოსდის ვალენსიური კლუბის წინააღმდეგ თამაში. ქარიმმა ორჯერ იასპარეზა "ლევანტესთან" "ბერნაბეუზე" და ჯამში ოთხი გოლი გაუტანა.

დანაკლისი გაცილებით სერიოზული აქვს ხუან იგნასიო მარტინესს. დისკვალიპიკაციის, ტრავმისა და ტექნიკური გადაწყვეტილების გამო განაცხადში ვერ მოხვდნენ: ხავი ტორესი, ხუანლუ, ბარკერო და ხორდა. აქვე გეტყვით ერთ საინტერესო ფაქტსაც, "ლევანტეს" არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი სწორედ მიმდინარე სეზონში აქვს. პირველად არის, როცა კლუბი ასე ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის ზონასთან, ის კი არა, აქამდე ვალენსიელთა საუკეთესო მაჩვენებელი "ლა ლიგაში" მეათე ადგილი გახლავთ. (1963-64 წლების სეზონი.)

რაც შეეხება უშუალოდ "ბერნაბეუზე" გამართულ მადრიდულ-ვალენსიურ დაპირისპირებას "ლა ლიგის" ეგიდით, გუნდებმა მადრიდის სიდიდით(არამარტო) პირველ სტადიონზე ჯერ მხოლოდ ექვსჯერ ითამაშეს. "მერენგებმა" ხუთჯერ იმარჯვეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება კი 19-4-ზეა რაღა თქმა უნდა "რეალის" სასრგებლოდ.


dle 10.1

  • wishmaster
  • 12 თებერვალი 2012
  • 1643
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)