“რეალის” ფანები რონალდოს ელიან
ერთი ამბავია მადრიდში. “სანტიაგო ბერნაბეუსთან” უკვე ასობით გულშემატკივარი შეკრებილა, რონალდოს მხარდამჭერი ტრანსფარანტებით.
ფანები ესპანეთის თითქმის ყველა კუთხიდან არიან ჩამოსულნი. არ რა განაცხადა მალაგას მცხოვრებმა ვინმე ელიოსამ: “დღეს უთენია, მადრიდისკენ ავიღე გეზი და დილის 8-ის ნახევარზე უკვე აქ ვიყავი. რონალდოს “რეალში” ტრანსფერს წლებია ველი და პრეზენტაცია რომ “გამემაზა”, საკუთარ თავს არ ვაპატიებდი. მე ხომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ხილვის საშუალება პირველად მეძლევა.”
“რეალის” “სტაჟიანი” ქომაგების გვერდით, ახალგაზრდა გოგონებიც ირევიან. სურათზე რომ ოთხ “მანდილოსანს” ხედავთ, მაგათი სახელები შესაბამისად მარისა, როსი, მონიკა და კარმენია. მათი ასაკი 15-დან 16 წლამდეა და რონალდოს მხარდასაჭერად, ხელები პორტუგალიელის სახელით აუჭრელებიათ. აი რა განაცხადა, მათმა “ატამანმა” მარისამ: “რონალდო ყველას ძალიან გვიყვარს. უზომოდ გვინდოდა მის პრეზენტაციაზე დასწრება და დროც გამოვნახეთ. შესანიშნავი ყმაწვილი და კარგი ფეხბურთელია.”
როგორც “რეალის” ვებ-გვერდი იუწყება, ძალიან ბევრი არამადრიდელი ესპანელი აქ საკუთარი ოჯახით არის ჩამოსული.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 6 ივლისი 2009
- 2274
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.