"რეალი" კვლავ უარზეა

როგორც იცით, ესპანეთში დიდი მითქმა-მოთქმაა, თუ სად გაიმართება "კოპა დელ რეის" ფინალი. ორივე ფინალისტს "ბერნაბეუზე" სურს შეხვედრა, თუმცა ამაზე "რეალის" ხელმძღვანელობა კატეგორიულ უარს აცხადებს...


როგორც იცით, "კოპა დელ რეის" ფინალში "ბარსელონა" და "ატლეტიკი" იასპარეზებენ. შეხვედრა მაისშია დაგეგმილი, თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის, მაგრამ მატჩის გამართვის დრო დღის წესრიგში სულაც არ არის, უპირველესი პრობლემა ის გახლავთ, თუ რომელ სტადიონზე გაიმართება ფინალი. ბასკურ და კატალონიურ კლუბსაც "ბერნაბეუზე" სურს თამაში, ამაზე არც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაა წინააღმდეგი, თუმცა მადრიდის "რეალის" მესვეურები კატეგორიულ უარს აცხადებენ.

განსაკუთრებით "ბერნაბეუზე" შეხვედრის ჩატარებას ბასკური კლუბი ითხოვს, რამეთუ ბილბაო მადრიდთან ახლოსაა და უფრო მეტ გულშემატკივარს შეეძლება მატჩზე დასწრება. არის მეორე ვარიანტიც - "მესტალია", თუმცა "ვალენსიის" სტადიონზე "ბერნაბეუსთან" შედარებით 4-ჯერ ნაკლები მაყურებელი ეტევა. კიდევ რამდენიმე მოედანი განიხილებოდა ფინალის გასამართად, "კამპ ნოუ" და "ლეზამა", თუმცა ძნელად სავარაუდოა რომელიმე მხარე დათანხმდეს მეტოქის სტადიონზე თამაშს.

"ვალენსიას" პრეზიდენტმა მანუელ ლორიენტემ და "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ვინსენტე კალდერონმა უკვე მიმართეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას, რომ ისინი მზად არიან ფინალისთვის გუნდებს დაუთმონ თავიანთი სტადიონები. ცხადია, ესპანური ფეხბურთის უმაღლეს საბჭოში პირველად "ბერნაბეუს" საკითხს განიხილავენ, თუმცა როგორც იცით, მადრიდული მხარე უარზე დგას.

მადრიდელთა უარი გასაკვირიც არ არის. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, რომელიც ყველას კარგად მოგეხსენებათ. პირველ რიგში კი ისაა გასათვალისიწინებელი, რომ "ბლანკოსისთვის" ორივე უპირველესი მტერია და საკმაოდ ცუდი სანახავი იქნება დედაქლაქელი გულშემატკივრისთვის, როცა ის გუნდი აღმართავს შენს სტადიონზე თასს, რომელიც ყველაზე მეტად გძულს.

პეპ გვარდიოლა: "ნორმალურია ის ფაქტი, რომ ჩვენ ფინალის თამაში მაღალი დონის სტადიონზე გვსურს. "ბერნაბეუ" შესანიშავი ვარიანტია, თუმცა მადრიდელებისიც მესმის."

ანდონი ირაოლა: "ჩვენთვის "ბერნაბეუ" შესანიშნავი ვარიანტია, რამეთუ გაცილებით მეტ გულშემატკივარს შეეძლება მატჩზე დასწრება. რაც უფრო მეტი ქომაგი გვეყოლება სტადიონზე, მით მეტი მოტივაცია გვექნება."

როგორც ხედავთ, სიტუაცია საკმაოდ არეულია, ჯერ არავინ იცის სად გაიმართება ფინალი. საბოლოო გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ორშაბათს უნდა მიიღოს და შესაძლოა ორივე გუნდის მოთხოვნისდა მიუხედავად ეს სტადიონი "ბერნაბეუ" არ აღმოჩნდეს... dle 10.1

  • wishmaster
  • 11 თებერვალი 2012
  • 2037
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)