"ფაბრიკის" უიქენდი

მადრიდის "რეალის" რამდენიმე ასაკობრივმა გუნდმა დღეს უკვე ითამაშა, ზოგი კი ხვალ იასპარეზებს...


"კასტილიას" შესახებ წინა სტატიაში მოგახსენეთ, ახლა კი ყურადღება "რეალის" სხვა ასაკობრივ და სარეზერვო გუნდებზე გავამახვილოთ. პირველ რიგში მინდა, დღევანდელ მატჩებს გადავავლოთ თვალი. ნიშანდობლივია, რომ არცერთი გუნდი არ დამარცხებულა.

ნამდვილი თრილერი მოეწყო "რაიო ვალეკანოსა" და "კადეტე ა"-ს შეხვედრაში, მატჩი ფრედ 4-4 დასრულდა. მადრიდელთაგან თავი მერჩანმა და ბაბუნსკიმ გამოიჩინეს. პირველმა მათგანმა ჰეტ-ტრიკი შეასრულა, ხოლო მეორე ერთ გოლს დასჯერდა. არის ერთი ცუდი სიახლეც, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, კრისტიანი დაშავდა და სავარაუდოდ რამდენიმე მატჩს გამოტოვებს."კადეტე ბ" საკუთარ არენაზე "კოლმენარს" დაუპირისპირდა და ადვილად სძლია 3-0. დუბლი მარიომ გაიფორმა, ხოლო მესამე ბურთი ანტონიომ შეაგდო.

"ინფანტილ ა"-მ "რაიო მაჯადაჰონდას" გადაუარა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მადრიდისტება მეტოქის კარში 9 უპასუხო გოლის გატანა შეძლეს. გოლების ავტორები არიან: დანი(3), აჩრაფი(2), ლორიენტე, ხოსეტე, ოსკარია და ბარეა. წინამორბედი გუნდისგან განსხვავებით, "ინაფნტილ ბ"-ს საკმაოდ გაუჭირდა აქტივში სამი ქულის ჩაწერა. სტუმრად მათ რის-ვაი ვაგლახით სძლიეს 3-2 "კოსლადა ა"-ს.

"ალევინ ა"-მ სტუმრად "ზონა ნორტეს" საკმაოდ ადვილად სძლია - 4-1. მადრიდელთაგან თითო-თითოჯერ თავი იგუეროლამ, დელ ვალემ, კანტერომ და ალგარამ გამოიჩინეს. "ალევინ ბ"-მ კი ყველასთვის მოულოდნელად მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა საკუთარ არენაზე "ვიკალვაროსთან". მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი "მერენგთაგან" სერხიო გახლავთ. "ბენჟამინ ბ"-ს ფეხბურთელებმა კი მეტოქეს ამჯერად მხოლოდ 5 გოლის აკმარეს. თავი გამოიჩინეს: დანი ალონსომ(2), ხავი კურასმა, ბაპლო ბარიოშმა და კარლოს ლოპესმა.

ხვალ, კიდევ გაიმართება შეხვედრები... "რეალ მადრიდ ც" უპრინციპულეს მატჩს გამართავს "ატლეტიკო ც"-სთან. "ხუვენილ ა" "სალამანკას" დაუპირისპირდება, "ხუვენილ ბ" "მოსტოლეს ა"-ს, ხოლო "ხუვენილ ც" სან პასკუალის "მონპელიეს".. dle 10.1

  • tata
  • 11 თებერვალი 2012
  • 1071
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)