"ხეტაფე ბ" - "კასტილია" [პრევიუ]

ხვალ, თბილისის დროით 15:00 საათზე "კასტილია" მადრიდულ დერბის გამართავს "ხეტაფე ბ"-ს წინააღმდეგ. გთავაზობთ ამ მატჩის პრევიუს...


"სეგუნდაბ"-ს 24-ე ტურში "კასტილია" სტადიონ "ალფონსო პერესის კოლიზეუმს" ესტუმრება, სადაც "ხეტაფე ბ"-ს დაუპირისპირდება. ალბერტო ტორილის შეგირდები შესანიშნავ ხასიათზე ხვდებიან ხვალინდელ მატჩს. უკანასკნელად მათ "კორუხო" გაანადგურეს 6-0. აგრეთვე მადრიდისტები ცხრილის სათავეში საკმაოდ მყარად იმყოფებიან. 23 შეხვედრაში "კასტილიელებმა" 45-ჯერ შეძლეს მეტოქეთა კარის აღება. რაც შეეხება სტუმრად გამართულ შეხვედრებს, "მერენგებმა" 12-დან 7-ში გაიმარჯვეს.

ალბერტო ტორილმა ამ მატჩისთვის 16 ფეხბურთელს უხმო. არის დანაკლისიც, კასადო შეხვედრას დისკვალიპიკაციის გამო გამოტოვებს, ხოლო სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილების გამო განაცხადში ვერ მოხვდნენ: ომარი, რიოსი, ზამორა, მერჩანი, ლუკასი და ივანი.

ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი "ალფრედო დი სტეფანოზე" "კასტილიელთა" გამარჯვებით - 4-0 დასრულდა. რაც შეეხება უშუალოდ "ალფონსო პერესის კოლიზეუმს", აღნიშნულ სტადიონზე ბოლოს გუნდები უგოლო ფრით გაეყარნენ. ბოლო ხანებია "ხეტაფე ბ"-ს ფეხბურთელები ბრწყინვალედ ასპარეზობენ, მათ უკანაკსნელ ოთხ მატჩში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და ცხრილშიც საგრძნობლად წაიწიეს წინ. ამჟამად ისინი მეშვიდე პოზიციას იკავებენ 35 ქულით. dle 10.1

  • wishmaster
  • 11 თებერვალი 2012
  • 1264
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)