რონალდუს 2809 წუთი

სამეფო კლუბის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი დრო დაყო მოედანზე.


კრიშტიანუს მაჩვენებელი 2809 წუთს შეადგენს, რაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერჯერობით საუკეთესოა.მას მხოლოდდამხოლოდ 19 წუთით ჩამორჩება გუნდის კაპიტანი იკერ კასილიასი (2790).

ფიზიკურად ძლიერი რონალდუ, მოურინიოს ყველაზე გამოყენებადი ფეხბურთელია.სტატისტიკას რომ ჩავუღრმავდეთ, რონიმ სამეფო კლუბის წლევანდელი მატჩების 89 % მიიღო მონაწილეობა (35 თამაშიდან 32-ში).მოუს გადაწყვეტილებით, ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ორ და სამეფო თასის ერთ შეხვედრაში მოუწია სრული დასვენება („აიაქსი,“ „დინამო“ და „პონფერადინა“), ხოლო ორშიც კი, 77-ე წუთზე გავიდა მოედნიდან („ბეტისი“ და „პონფერადინა“).რაც შეეხება „ლევანტესთან“ პირველი წრის დაპირისპირებას, როგორც იცით, პირველი ტაიმის ტრავმის გამო გაუცდა მას.

ნიშანდობლივია, რომ გასულ სეზონში, კრიშტიანუ მოედანზე გატარებული წუთების მხრივ მეორე პოზიციას დასჯერდა (4625).პორტუგალიელი მხოლოდ იკერს ჩამორჩა (4802).

და ბოლოს, აქვე მოვიყვან პელეგრინის ფორმაციის მადრიდში, რონის სეზონურ მაჩვენებელს, რომელიც შეადგენს მხოლოდ 2914 წუთს. „რონალდუს გარეშე, ჩვენ სულ სხვა პოტენციალი გვაქვს“ - დასძინა ერთ-ერთ ინტერვიუში მოურინიომ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)