ნუნო პაულო სილვა სტუმრად ვალდებებასზე

დღეს, ვარჯიშს პორტუგალიელი ნუნო პაულო სილვა დაესწრო....


ნუნო პაულო აზევედო სილვა პორტუგალიაში, ქალაქ კოიმბრაში საფეხბურთო ოჯახში დაიბადა. სამწუხაროდ, მას არ ჰქონდა კიდურები, მაგრამ ნუნო არ ეგუება ყოველივე ამას და იგი მწვრთნელობას ეუფლება და დიდი მიზნები აქვს. დღეს, მას საშუალება მიეცა ვალდებასაზე "რეალის" მზადებას დასწრებოდა, ხოლო ვარჯიშის შემდგომ ჟოზე მოურინიოს შეხვედროდა. ნუნო პორტუგალიელმა სპეციალისტმა პირადად მიიწვია მადრიდში..

ნუნო პაულო აზევედო სილვა: " მე საფეხბურთო სამყაროში დავიბადე, სამწუხაროდ არ მაქვს ხელები და ფეხები, თუმცა მე ამას არ ვეგუები. ვიცოდი, რომ ვერასდროს ვითამაშებდი ფეხბურთს, მაგრამ შემიძლია მწვრთნელობა. ეს ჩემი ოცნებაა, ფეხბურთის გარეშე შეიძლება მოვკვდე. ყველაფერს ვაკეთებ ოცნების ასახდენად, თავდაუზოგავად ვმუშაობ ყოველდღიურად."

"თავდაპირველად ვერც კი დავიჯერე, რომ აქ უნდა მოვსულიყავი, მაგრამ მე ახლა აქ ვარ. მადრიდის"რეალი" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, აქ ყველაფერი საოცრებაა... მართალია მე აქ ვარ, მაგრამ ახლაც არ მჯერა ამის. ყოველთვის მსურდა ჟოზესთან შეხვედრა. დღეს უბედნიერესი ვარ."

"იგი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. ყველაზე მთავარი, რაც მას შეუძლია, ეს ფეხბურთელებში მოტივაციის ამაღლებაა. მან ამ სეზონში გუნდი ბრწყინვალედ აასპარეზა. მადრიდელები წინ 7 ქულით არიან და შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ჩემპიონებიც გახდებიან. აგრეთვე ვისურვებდი, რომ ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართონ."

"როცა პირველად პროტეზი გავიკეთე, მაშინვე თამაში ვცადე, თავდაპირველად დავეცი, მაგრამ წამოვდექი, თუმცა ისევ დავეცი... ყოველი წამოდგომის შემდგომ მე სიძლიერე მემატებოდა და კიდევ უფრო მსურდა მეთამაშა. მთავარია, არასოდეს დანებდე.." dle 10.1

  • wishmaster
  • 10 თებერვალი 2012
  • 2563
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)