"ულვაშა" ნაკრებიდან მიდისო

დღეს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინსენტე დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებს ტოვებს...


რამდენად სიმართლეს შეესაბამება ეს ინფორმაცია, ეს კიდევ გასარკვევია, თუმცა მაინც გავეცნოთ მას. მაშ ასე, სპორტულ გამოცემებში დელ ბოსკეს ნაკრებიდან წასვლაზე ალაპარაკდნენ. ცხადია, ჟურნალისტებმა "ულვაშა" მაშინვე მადრიდის "რეალს" დაუკავშირეს. ყოველივე ამას ჟოზე მოურინიოზე ჭორებიც დაემთხვა, თითქოსდა პორტუგალიელი სპეციალისტი "ბლანკოსის" დატოვებას აპირებს ზაფხულში. აქვე გეტვყით იმასაც, რომ დონ ვინსენტეს კონტრაქტი "ფურია როხასთან" ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეწურება. სწორედ ამიტომ, (რატომღაც) პრესისა და მედიის წარმომადგენლებმა დელ ბოსკე "რეალის" მომავალ მწვრთნელად "მონათლეს".

Canal Plus-თან საუბრისას დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ იგი არ აპირებს რომელიმე კლუბის სათავეში ჩადგომას, ეს კი არა, შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა საერთოდ დაასრულოს....

ვინც არ იცით, გაცნობებთ, რომ ვინსენტე დელ ბოსკე მადრიდის "რეალში" 1970 წელს მოვიდა და შემდეგი 14 სეზონის განმავლობაში იასპარეზა, ამპლუით იგი საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ. სულ 312 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლის გატანაც მოახერხა. საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 3 წლის შემდგომ "ულვაშა" "კასტილიას" მწვრთნელად მუშაობდა. მას აგრეთვე 1994 და 1996 წლებში რამდენიმე მატჩში ანდეს "რეალის" პირველი გუნდი. 1999 წელს კი დელ ბოსკე "გალაქტიკოს" ჩაუდგა სათავეში და 2003 წლამდე წვრთნიდა სამეფო კლუბს. ამ პერიოდის განმავლობაში მან ორჯერ ჩემპიონთა ლიგის თასი, ერთხელ უეფას სუპერთასი, ორჯერ "ლა ლიგის" თასი, ერთხელ ესპანეთის სუპერთასი და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. რაც შეეხება მის საფეხბურთო კარიერის მიღწევებს - 5 "ლა ლიგისა" და 4 "კოპა დელ რეის" თასი... dle 10.1

  • wishmaster
  • 10 თებერვალი 2012
  • 2618
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)