შესანიშნავი შედეგი

მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მორიგი საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზა...


ალბათ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ "ბლანკოსმა" 21 ტურის შემდეგ 55 ქულას მოუყარა თავი და უახლოეს მდევარ "ბარსელონასთან" 7 ქულიანი ჰანდიკამპი შეიქმნა. იმედია ისიც გემახსოვრებათ, თუ სანტანდერში რა ანგარიშით დაასრულეს ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა მატჩი 2011 წის 21 სექტემბერს (0-0). მას შემდეგ "მერენგებმა" ყველა ჩატარებულ შეხვედრაში მოახერხეს გოლის გატანა, კერძოდ 28-ში. მადრისისტებმა 25 შეხვედრაში სასურველ შედეგს(გამარჯვებას) მიაღწიეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ორში დამარცხდნენ. საუბარია არამარტო "ლა ლიგის" შეხვედრებზე, არამედ "კოპა დელ რეისა" და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებზე.

ახლა კი ცოტა დაწვრილებით გავეცნოთ სამივე ჩემპიონატის სტატისტიკურ მონაცემებს. "ლა ლიგაში" ბოლო უგოლო მატჩის შემდეგ "მერენგებმა" 17 შეხვედრა გამართეს და 16 მოიგეს, ერთში კი დამარცხდნენ, გაიტანეს 61 გოლი (საშუალოდ 3.3). ჩემპიონთა ლიგაზე სამეფო კლუბს უკეთესი შედეგი აქვს - 6 ჩატარებული შეხვედრიდან ექვსივე მოგება, მატჩში საშუალოდ 3.6 გატანილი გოლი და საკუთარ კარში მხოლოდ ორი მიღებული ბურთი. რაც შეეხება "კოპა დელ რეის", ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა სამეფო თასზე 6 შეხვედრა გამართეს, ოთხი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ერთში დამარცხდნენ, მეტოქეთა კარში კი ჯამში 14 გოლის გატანა მოახერხეს.

ბოლოს ასეთი შედეგი (ოდნავ უკეთესი) "რეალს" 1988-1989 წლების სეზონში ჰქონდა. მაშინ "მერენგებმა" დაწყებული "ლა ლიგის" პირველი ტურიდან ("ოსასუნასთან" 2-2) 29 მარტამდე ყველა შეხვედრაში შეძლეს გოლის გატანა. სამეფო კლუბის ბრწყინვალე შედეგი "სელტა დე ვიგომ" შეაჩერა. სულ მადრიდელებმა ამ პერიოდის განმავლობაში 39 მატჩი გამართეს, 27 მოიგეს, 11 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთში დამარცხდნენ.

შესანიშნავი შედეგი

dle 10.1

  • wishmaster
  • 10 თებერვალი 2012
  • 1690
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)