ალონსო:"ტიტულების მოგება მინდა"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი და ჩაბი ალონსო აფრიკელი მანდილოსნების დაცვის პრეზენტაციაზე იყმოფებოდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მადრიდელთა ნახევარმცველმა ჟურნალისტების წინაშე ისაუბრა და ამ დროისთვის აქტუალურ თემებზე გაამახვილა ყურადღება. მან განაცხადა, რომ სურს მოიგოს ჩემპიონთა ლიგის და "ლა ლიგის" ტურნირი.


"მე ძალიან მიყვარს "რეალი" და შესაბამისად, მინდა მოვიგო მასთან ერთად ისეთი ტიტულები, როგორებიცაა ჩემპიონთა ლიგა და "პრიმერა დივიზიონი". ცხადია, ამ ტურნირებში გამარჯვება ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. იმას მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, თუ 5, 7 ან 9 ქულა იქნება სხვობა კატალონიის "ბარსელონასთან". რაც არ უნდა დიდი უპირატესობა გვქონდეს, მოდუნების უფლება მაინც არ გვაქვს, ეს კი თითოეული "მადრიდისტას" გონებაშია გამჯდარი".

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ ჟოზე მოურინიო კლუბიდან წასვლას აპირებდა. ამის შესახებ ჩაბი ალონსომ ისაუბრა:"რა თქმა უნდა, პორტუგალიელი სპეციალისტი არსად წასვლას არ აპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერი გვეცოდიენბოდა".

ჩაბიმ ხსენებულ ღონისძიებაზეც ისაუბრა:"ეს არის ძალიან კარგი ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს მანდილოსნებისა და მამაკაცების თანაბარუფლებიანობას, ეს კი ძალიან აქტუალური და ძნელად მოსაგვარებელი თემაა დღეს".

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 9 თებერვალი 2012
  • 1049
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)