რეიტინგი Google Trends: ყველაზე მეტად მაურინიოთი ბარსელონაში ინტერესდებიან


რეიტინგი "Google Trends" არ იტყუება! ეს ცნობილი სისტემა გვიჩენებს, თუ რამდენად ხშირად ხდება სახელწოდებების, გუნდებისა თუ გვარების ძიება ინტერნეტის ქსელში.




      "Google Trends"-ის 2011 წლის რეიტინგში მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი თავკაცი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტჯერ მისი სახელის ძიება მოხდა ქალაქ ბარსელონადან, კატალონიურ ენაზე. ზუსტად ამ ქალაქიდან ინტერესდებოდნენ ყველაზე მეტად მაურინიოს პერსონით და არა მადრიდიდან, ლონდონიდან, ლისაბონიდან ან თუნდაც პორტუდან. ხოლო კატალონიურმა ენამ რეიტინგში გადაასწრო ისეთ ენებსსაც კი, როგორებიცაა ესპანური, პოლონური და ინდური.

      ეს მონაცემები მხოლოდ ადასტრუებს, რომ პორტუგალიელი თავკაცი, კატალონიელებისათვის ნამდვილი ამოჩემებაა. ტიტოა ვილანოვას ეპიზოდის შემდეგ (Video) ზუსტად მაურინიო გახდა მთავარი "ინტერნეტპროდუქტი" კატალონიურ ქსელში. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი და სიამაყე ხოსეპ გვარდიოლაც კი ჟოზემ სრული პროგრამით "ჩამოიტოვა" (86 მილიონი ნახვა პორტუგალიელის სასარგებლოდ, პეპის 51 მილიონის წინააღმდეგ). მადრიდის "რეალის" დამრიგებელი, "ბარსელონას" წინამძღოლზე, კატალონიურ ახალ ამბებშიც კი ორჯერ უფრო პოპულარულია (მოხსენიების სიხშირის მიხედვით). გვარდიოლამ სულ მცირე დროით მოახერხა ლიდერობა, როდესაც 28 მაისს, განაცხადა, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა არ მოისურვა მასთან კონტრაქტის გაფორმება (სიმართლე გითხრათ ქართულ პრესაში მსგავსი განცხადება არ მახსოვს - ავტ.). სხვა ყველა შემთხვევაში, მაურინიო დიდი განსხვავებით ლიდერობდა.

რეიტინგი Google Trends: ყველაზე მეტად მაურინიოთი ბარსელონაში ინტერესდებიან


      სპეციალისტები "Special One"-ის ასეთ პოპულარობას შემდეგი 4 ფაქტის ზემოქმედებით ხსნიან: 1) როდესაც იგი დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელად (იანვარი); 2) როდესაც "SkyNews"-თან ინტერვიუში წარმოსთქვა ფრაზა: "მე "ჩელსი" მიყვარს" (თებერვალი); 3) პრესკონფერენცია "რატომ?" (აპრილი) 4) პიკეს განცხადება, მაურინიოსთან დაკავშირებით: "მსგავსი საქციელები ანგრევს ესპანურ ფეხბურთს" (აგვისტო)

      ასევე "Google Trends"-ის რეიტინგის მიხედვით მაურინიო 35-ე ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ პერსონებს შორის. პორტუგალიელებში იგი მხოლოდ კრისტიანო რონალდუსა და პიანისტ ჟოაო პერეშს ჩამოუვარდება. ხოლო აბოსლიტური ლიდერი ამ რეიტინგში ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი გახლავთ.

რეიტინგი Google Trends: ყველაზე მეტად მაურინიოთი ბარსელონაში ინტერესდებიან


      "IPAM" მარკეტინგი გახლავთ "Google Trends"-ის ოფიციალური ფილიალი, რომელმაც შეაჯამა და გამოაქვეყნა ზემოთხსენებული ინფორმაცია. ამ ცნობილი კომპანიის განცხადებით, ზუსტად ჯოზე მაურინიო ითვლება დღევანდელ დღეს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ მწვრთნელად. მისი პოტენციური ფასი 25 მილიონი ევროა (მაშინ როცა, მისი პირდაპირი კონკურენტი, პეპ გვარდიოლა 20 მილიონ ევროდ ფასდება).

      გარდა ამისა, მაურინიო ითვლება ყველაზე მაღალანაზღაურებად სპეციალისტად მსოფლიოში, მისი ხელფასი წლიურ 13 მილიონ ევროს შეადგენს. შედარებისთვის, "Forbes"-ის რეიტინგის მიხედვით, ამერიკის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად ბილი ბელიჩიკი ითვლება, მისი ანაზღაურება 5,5 ევროა წელიწადში. (ცნობისთვის კი შეგახსნებეთ, რომ, ეს ის ბილი ბელიჩიკია, რომლის გუნდი "New England Patriots" გუშინ უმძიმეს და დაძაბულ ბრძოლაში "New York Giants"-თან დამარცხდა, ამერიკელებისთვის უკვე სახელმწიფო ზეიმად ქცეულ "Super Bowl"-ის ფინალში - ავტ.)



წყარო: As.Com
dle 10.1

  • khmala
  • 7 თებერვალი 2012
  • 3683
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)