დიარამ მეცხრე პოზიციაზე გადაინაცვლა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობის დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლასანა დიარა გუნდში დარჩებოდა, რადგან ჟოზე მოურინიომ იგი წინასასეზონო შეკრებაზეც კი არ წაიყვანა და ფრანგი მხოლოდ "ვალდებებასზე" მცირე ვარჯიშებით იკმაყოფილებდა თავს, მაგრამ. . .


მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, შავკანიანი საყრდენი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჟოზე საკუთარი ძალა და შესაძლებლობები დაუმტკიცოს.

სამი ხედირას ტრავმის შემდეგ ლასი მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში ხვდება და გერმანელ ფეხბურთს ბადალს არ უდებს, ფრანგმა რიგ შეხვედრებში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა, ჩაგდებით კი არცერთი შეხვედრა არ ჩაუგდია, იგი სტაბილურობით გამოირჩევა.

დიარას ანგარიშზე ამ ეტაპზე 15 შეხვედრა და 1048 წუთია. ჯერ-ჯერობით ფრანგს მშრალი სერია არ დაუსველებია და ამ სეზონში გოლი არ გაუტანია.

ნახევარმცველმა რამდენიმე პოზიციაზე ითამაშა, მას არაერთხელ მოუხდა მარჯვენა მცველის ამპლუის მორგება, მაგრამ ძირითადად იგი მაინც საყრდენის მოვალეობებს ასრულებს.

მოედანზე გატარებული წუთების მიხედვით ლასი მეცხრე პოზიციაზეა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იგი ანხელ დი მარიასაც კი ჯობნის, რომელსაც მოედანზე 948 წუთი აქვს გატარებული.

დიარა ამ მაჩვენებლით გუნდში მეცხრე პოზიციაზე იმყოფება, მას ჯობნიან ბენზემა, ოზილი, პეპე, მარსელო, რამოსი, ალონსო, რონალდო და იკერ კასილასი. დანარჩენ ყველა ფეხბურთელზე მეტ დროს მოედანზე სწორედ ფრანგი მოთამაშე ატარებს.

ასე, რომ ლასი კვლავ "რეალის" სამსახურშია და ძნელად სავარაუდოა, რომ მოურინიომ იგი არც მომდევნო წინასასეზონო მზადების მიღმა დატოვოს.

დიარამ მეცხრე პოზიციაზე გადაინაცვლა
dle 10.1

  • Hala
  • 6 თებერვალი 2012
  • 2987
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)