ხედირა შესაძლოა "ლევანტესთან" გამოჩნდეს

მოგეხსენებათ, სამი ხედირა ტრავმირებულია და აღდგენით პროცესს გადის. გავრცელებული ინფორმაციით იგი ძირითად გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს, მაგრამ 100%-იან დატვირთვებს არ იღებს, რადგან მოურინიო რაიმე პრობლემის წარმოქმნას ერიდება...


გერმანელი მოთამაშე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სასურველ კონდიციაში ჩადგეს და გუნდს დახმარება გაუწიოს.

სამის ტრავმა ამ სეზონში პირველი არ იყო, მან მცირე დაზიანება რამდენჯერმე მიიღო და სამეფო კლუბის ცენტრი ხშირად განიცდიდა დანაკლისს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ლევანტესთან შეხვედრაში მან შეიძლება მოედანზე გამოჩენა და 15-20 წუთი თამაში მოახერხოს. ჟოზე მოურინიოს ექიმთან ინტენსიური კავშირი აქვს, პორტუგალიელმა მედიკოსთაგან თუ მიიღო დასტური, იგი ვალენსიურ გუნდთან საკუთარ გერმანელ შეგირდს აუცილებლად მისცემს გარკვეული დროით თამაშის საშუალებას.

ხედირამ ამ სეზონში 21 შესაძლოდან 13 შეხვედრა გამართა, მან ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში სულ 800 წუთი დაჰყო მოედანზე. dle 10.1

  • Hala
  • 6 თებერვალი 2012
  • 1283
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)