ვის შეცვლის კოენტრაო?

მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ორი მოთამაშე, ჩაბი ალონსო და მარსელო ვიეირა აღდგენით კურსს გადიან, მათ მცირე ტრავმები აწუხებთ...


ესპანურ პრესაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ხსენებული დუეტის არყოფნამ, ჟურნალისტებმა უკვე დაიწყეს იმ მოთამაშეებზე ლაპარაკი, რომლებიც ესპანელს და ბრაზილიელს ჩაანაცვლებენ. მარსელოს შემცვლელად ფაბიო კოენტრაო განიხილებოდა, ხოლო ჩაბისთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, მის დუბლად ნური შაჰინს, ესტებან გრანეროს და ჰამიტ ალტინტოპს ასახელებდნენ, მაგრამ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაბი შესაძლოა კოენტრაომ შეცვალოს და საყრდენის პოზიციაზე სწორედ მან იასპარეზოს.

კოენტრაომ ჩაბის გვერდით რამდენიმე შეხვედრა გამართა და ურიგოთ არ უთამაშია, მაგრამ აშკარაა, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე იგი გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე მოედნის ცენტრში, პორტუგალიელი დიდ სისწრაფეს ანვითარებს, რაც ფლანგის მოთამაშისთვის უპირველესია.

თუკი ფაბიომ ცენტრში შეიწია, მაშინ მარცხენა ფლანგს ალვარო არბელოა დაიკავებს, მარჯვნივ კი შესაძლოა ჰამიტ ალტინტოპი ვიხილოთ, მაგრამ ასევე არის ერთი ვარიანტი, რომელიც ურიგოდ ნამდვილად არ შეიძლება ჩავთვალოთ. სერხიო რამოსის ნამდვილი პოზიცია უკვე ყველას დაავიწყდა, მაგრამ იგი მარჯვენა მცველია და დიდი შანსია იმისა, რომ ვიცე კაპიტანმა სწორედ "მშობლიური" ფლანგი ჩაიბაროს და ცენტრში პეპე-ვარანეს, პეპე-ალბიოლის, ან პეპე-კარვალიოს დუეტი ვიხილოთ.

მაშ ასე, ხეტაფესთან შეხვედრას ყველა მოუთმენლად ელოდება, რადგან მოურინიოს პატარა ცვლილებების განხორციელება ნამდვილად მოუწევს და გუნდი გადახალისებულად გავა მოედანზე.

ჟოზე საკუთარი გადაწყვეტილებებით ყველას აკვირვებს, ასე რომ არაა გამორიცხული არცერთი ზემოთ აღნიშნული ვარიანტი არ გამართლდეს და გუნდმა სულ სხვა შემადგენლობითა და ტაქტიკით დაიწყოს მადრიდული დერბი. dle 10.1

  • Hala
  • 1 თებერვალი 2012
  • 2379
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)