რეკორდსმენი ჩემპიონი???

მოკლედ, 7 ქულიანმა ჰანდიკაპმა, სრულიად მადრიდიზმს ჩემპიონობის იმედი ჩაგვისახა.ტიტული ნამდვილად არ გვიჭირავს ხელში, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ამისკენ დიდი განაცხადი გავაკეთეთ.


ვიმედოვნებ, რომ მომავალ 18 ტურში ისე განვითარდება მოვლენები, როგორც თითოეულ მადრიდისტს სურს.თუ ყველაფერი რიგზე იქნება, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ არა მხოლოდ "სიბელესზე" მოზეიმე ჩემპიონი, არამედ "რეკორდსმენი" ჩემპიონი.

საქმე იმაშია, რომ მოურინიოს ფორმაციის წლევანდელი "რეალი," ჩინებულ სეზონს ატარებს.ამის დასადასტურებლად, პირველ 20 ტურში გატანილი 70 გოლიც საკმარისია (საშუალოდ 3.5 გოლი თითოეულ თამაშში).წლეულამდე, აღნიშნულ კომპონენტში ვალენსიელები ლიდერობდნენ - 41-42 წ.წ. სეზონში, მათ ოცი ტურის თავზე 67 ბურთი შეყარეს მეტოქის კარში.

ცნობისათვის ხაზგს გავუსმავ იმ ფაქტს, რომ მიმდინარე სეზონში, ევროპაში მხოლოდ ანდორის პირველადგილოსანი თუ დაიკვეხნის დიდი გამტანიანობით.ს.კ. "Unión Santa Coloma"-ს, 12 მატჩში 50 გოლი აქვს მითვლილი (4,16 გოლი თოთოეულ თამაშში) რამდენიმე დღის წინ მეტოქეს 10 უპასუხო გოლი გაუტანა)).ერთი სიტყვით, ანდორელებს თუ არ გავითვალისწინებთ, ევროპაში მსგავსი შედეგიანობით ვერავინ შეგვედრება.

სტატისტიკოსების გათვლებით, თუ "ბლანკოსმა" ასეთ ტემპში გააგრძელა ასპარეზობა, სეზონის ბოლოს 133 გოლს ჩაიწერს აქტივში.ის ამით არა მხოლოდ გააუმჯობესებს ტოშაკის "რეალის" მიღწევას (107 გოლი), არამედ მოხსნის რეკორდს, რომელიც ასტონ ვილას ეკუთვნის.ამ უკანასკნელებმა, 30-31 წლებში ინგლისის პირველობაზე 128 გოლი იზეიმეს.კონკრეტულად, მადრიდი გახდება კლუბი, რომელმაც ევროპის მაშტაბით, შიდა ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლის შეგდება მოახერხა (აღნიშნულ კომპონენტში გერმანიაში "ბაიერნია" პირველი - 101 ბურთი, იტალიაში "ტორინო" - 125, ხოლო საფრანგეთში პარიზის "რასინგი" - 118).

აქვე მოგახსენებთ საინტერესო ფაქტის შესახებ, "თეთრებმა" 70 გოლიდან, 28 პირველ ნახევარში შეაგდეს, ხოლო 42 მეორე ტაიმში.რაც შეეხება "კულეებს," მათ პირველ ტაიმში 34 და მეორე ნახევარში 25 მიითვალეს.გვარდიოლას დამოძღვრილებს, შესვენების შემდეგ მხოლოდ 2 თამაში აქვთ დასრულებული თავიანთ სასარგებლოდ (როდესაც პირველ 45 წუთში აგებდნენ ან ფრე იყო), "რეალს" კი 11.

გოლების მანქანა - ანუ კრიშტიანუ რონალდუ
პორტუგალიელი სუპერ-ვარსკვლავი 20 ტურის თავზე 24 გოლით პირველობს "პიჩიჩის" ცხრილს.მსგავსი შემართებით გაგრძელების შემთხვევაში, რონი "ოქროს ბუცს" აიღებს, როგორც 45 გოლის ავტორი.შეგახსენებთ, რომ მან გასულ წელს 41 ბურთი გაახვია მეტოქეთა კარში, რითაც პრიმერას ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა, ერთ სეზონში გატანილი გოლების მხრივ.რონალდუმდე საუკეთესონი სანჩესი და სარა იყვნენ 38-38 გოლით.

იმედია, სეზონის ბოლოს სწორედ ასეთ "რეალს" ვიხილავთ! dle 10.1

  • Undecima
  • 31 იანვარი 2012
  • 2848
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 9
2 ხერარდ მორენო 8
3 მესი 8
4 ლორენი 7

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 4 4 0 0 12
2 რეალი 4 2 1 1 7
3 ბრიუგე 4 0 2 2 2
4 გალათასარაი 4 0 1 3 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2019 (295)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)