ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი

რა შუაშია 7UP-ი და ”მადრიდის რეალი” ? ...


კიდევ ერთხე დაიწყო ”რეალმა” შეხვედრა აქტიურად. ის დომინირებდა მოედანზე, მაგრამ მიუხედავად ამისა გოლი გაუშვა. ”სარაგოსა” მართალია ცხრილის ბოლო საფეხბურზეა, მაგრამ ძალიან ცოცხალი გუნდია. მე-10 წუთზე ის კონტრშეტევაზე გაიქცა და მანამ სანამ მარსელო, კარვალიო და მისი თანაგუნდელები გაერკვეოდნენ სიტუაციაში, ლაფიტა უკვე გოლს აღნიშნავდა.

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


ოფფტოპი: როგორი უცნაურია იკერის წითელ ფორმაში ხილვა.

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


მშვიდად ბიჭებო! მოურინიო, რა თქმა უნდა, არ გახარებულა მორიგი გაშვებული გოლის შემდეგ, მაგრამ მაინც იცოდა, თუ რა უნდა შეეცვალა ამ თამაშის მოსაგებად.

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


მოგებაში ეჭვი არავის არ ეპარებოდა. ჩვენ ხომ უკვე მერამდენედ ვართ ამ სიტუაციაში. არც თუ ისე სახარბიელო ფაქტია რა თქმა უნდა, მაგრამ მოგება ის არ მოდის. გუნდს კიდევ ერთხელ უნდა გამოევლინა მებრძოლი ხასიათი. 33-ე წუთზე კაკამ კარვალიოსგან შესანიშნავი გადაცემა მიიღო და ანგარიშიც გაათანაბრა.

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარში ”რეალმა” ტრადიციულად დაიწყო და 49-ე წუთისთვის რონალდუს გოლის წყალობით წინ გავიდა. სტადიონი აფეთქდა და ორი წუთის მანძილზე შეუსვენებლივ სკანდირებდა ”რონალდუ, რონალდუ”. ასე კრიშტიანო რონალდუს სახელს მაშინაც კი არ საკნდირებდნენ, როცა ამ უკანასკნელმა მოედანს ოქროს ბუცი წარუდგინა.

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


ეს იყო ფანტასტიკური მატჩი მესუთ იოზილის შესრულებით. უმნიშვნელოვანესი საგოლე გადაცემა რონალდუზე და ლამაზი გოლი, რომელმაც შეხვედრას წერტილი დაუსვა. კაკა-იოზილის ტანდემი კარგად გამოიყურება, ჩვენ ერთადერთი რამ შეგვიძლია, რომ ორივე ფეხბურთელს პროგრესი და ტრავმებისგან თავის არიდება ვუსურვოთ.

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


მარსელოს გაფრენა

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


გრანეროს ბრძოლა

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


საერთო ჯამში, ”მადრიდის რეალს” 3 ბურთიც ეყო, ხოლო ”სარაგოსამ” ვერ შეძლო ბოლომდე ბრძოლა, ამიტომაც ასე გამოცხვა ”რეალის” ზედიზედ მეხუთე გამარჯვება. გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით თამაშის საუკეთესო მოთამაშეები-იოზილი და გრანერო.

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


და ასევე კაკა შეიძლება მაგ სიაშიც მოხვდეს.

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ სულ ეს იყო. შეუძლებელია არ ახსენო ”ბარსა”, რომელმაც უკვე მერამდენედ ითამაშა ფრედ და სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდა. საინტერესოა, ”რეალის” რომელი ფეხბურთელის მიმართ აქვთ ასეთი სიმპატია ”ბარსას” გულშემატკივრებს? ალბათ CR7.

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


არა, გამახსენეთ რა თქვა ხავიმ? ”რეალის” ფეხბურთელებს არ უყვართ წაგება? ხოლო აი ”ბარსას” , რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ეხერხება და გამოსდის თამაშის ფრედ დასრულება. ამაში ორი აზრი არ არსებობს.

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ფეისბუკზე:

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


მომეწონა. თავად ”ბარსელონა” არა, არამედ მისი იდენტიფიცირება : ”მეორე გუნდი სატურნირო ცხრილში.” დიდი ლოლ

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


ბოლოს, გილოცავთ მეგობრებო კარგ და გემირელს ლიდერობას ჩემპიონატში. ჰალა მადრიდ!

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


ბიჭები-პეპის ”მზეები” ალბათ ჯერ კიდევ ვერ მოსულან გონს. კარგი იქნება თუ 7UP-ს დალევენ ეს კვირა და მოვლენ ტონუსში, იქნება და რა იცით , UP უქნას მაგ რაღაცამ.

და კიდევ. ყველაფერი ეს სისულელეა. ჩვენ პირველები ვართ ჩემპიონატში, მაგრამ წინ კიდევ დიდი სათამაშო დროა, ჩემპიონთა ლიგა და კიდევ ბევრი რამ, ხოდა ამ სულელმა ჟურნალისტებმა კი მოუ უკვე ინგლისში გაუშვეს. დიააახ, ეს ხომ ყველაზე მთავარია მოცემულ ეტაპზე.

ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი


ჩვეულებრივი ”რემონტადა” და არაჩვეულებრივი 7UP-ი
dle 10.1

  • shvela
  • 30 იანვარი 2012
  • 3723
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)