სად წავა ჟოზე მოურინიო?

ინგლისურმა საიტმა, Goal–მა საკმაოდ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა იმასთან დაკავშირებით, თუ სად წავა ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალიდან". ცხადია, პორტუგალიელი ჯერ არ აპირებს "სამეფო" კლუბის დატოვებას, რაც არაერთხელ ითქვა ამა თუ იმ გაზეთში. აღნიშნული საიტის ექსპერტების და ჟურნალისტების აზრით, ჟოზე უახლოეს მომავალში "მანჩესტერ იუნაიტედს", "მანჩესტერ სითის", ლონდონის "ჩელსის", "პარის სენტ–ჟერმენს", "ანჟი მახაჩკალას" ან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კატალონიის "ბარსელონას" ჩაიბარებს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" – 9/4 (2.75)

სად წავა ჟოზე მოურინიო? ჟურნალისტების ვარაუდით, ყველაზე დიდი შანსია იმისა, რომ ჟოზე მოურინიომ უახლოეს მომავალში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბაროს, რომელიც მიმდინარე სეზონში შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებლად ასპარეზობს. ბოლო ხანებში, "წითლებმა" გამოასწორეს თამაშის ხარისხი, ეს კი მათ შედეგებზეც აისახება. მიუხედავად იმისა, რომ სერ ალექს ფერგიუსონი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია, მას უახლოეს მომავალში მაინც დასჭირდება ღირსეული შემცვლელი. ნიშანდობლივია ისიც, რომ შოტლანდიელს მის შემცვლელად სწორედ მოურინიოს ხილვა სურს.

"მანჩესტერ სითი" – 3/1 (4.0)

სად წავა ჟოზე მოურინიო? იმ შემთხვევაში, თუ "სითიმ" ვერ მოიგო მინიმუმ ერთი ტიტული მიმდინარე წელს, მაშინ ხელმძღვანელობამ უნდა იფიქროს მანჩინის შემცვლელზე. გუნდმა ასპარეზობა თითქოს დამაჯერებლად დაიწყო, თუმცა მალევე ქალაქელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩნენ და შესაბამისად, გამოეთიშნენ ამ მეტად მნიშვნელოვან ტურნირს. "ცისფრები" ინგლისის ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებენ, მაგრამ მათ უამრავი ძლიერი კლუბი უწევს კონკურენციას, მათგან კი ყველაფერი გამორჩეული "წითელი ეშმაკია".

ლონდონის "ჩელსი" – 4/1 (5.0)

სად წავა ჟოზე მოურინიო? მოურინიომ არაერთხელ თქვა, რომ მას ყველაზე მეტად ინგლისური ფეხბურთი და "პრემიერ ლიგის" გუნდები უყვარს. ამის ნათელი მაგალითია ეს სტატიაც, რომელიც ინგლისელებმა შემოგვთავაზეს. ჟოზეს მომავალი გუნდის მესამე კანდიდატად "ჩელსია" მიჩნეული, სადაც პორტუგალიელმა რამდენიმე წელი გაატარა და 4 ტიტულიც მოიგო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "ბლანკოსის" თავკაცსა და რომან აბრამოვიჩს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან.



ჟურნალისტები, ზემოთ ხსენებულ მწვრთნელს კიდევ რამდენიმე გუნდს უკავშირებენ, კერძოდ "პარის სენტ–ჟერმენს", "ანჟი მახაჩკალას", "ინტერს" და ჩვენდა გასაკვირად კატალონიის "ბარსელონას".

Goal.com dle 10.1

  • tata
  • 28 იანვარი 2012
  • 5517
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)