ბუტრაგენიო:"დასანანია, რომ ვერ გავიმარჯვეთ"

მადრიდის "რეალის" ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, ემილიო ბუტრაგენიომ განაცხადა, რომ იგი ძალიან წუხს, რათა "სამეფო" კლუბმა ვერ შესძლო დამსახურებული გამარჯვების მოპოვება.


"შეხვედრა ძალიან აქტიურად დავიწყეთ და პირველივე წუთებზე რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი შეგვექმნა. პირველი 30 წუთი შესანიშნავად ვთამაშობდით, თუმცა ბოლო 15 წუთის განმავლობაში აქტიური "ბარსელონა" იყო. ამ დროის მანძილზე, კატალონიელებმა ორი გოლი გაგვიტანეს, ხოლო ჩვენ ვერცერთი. ცხადია, იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო, ვინაიდან ტაბლოზე ეს ანგარიში არ უნდა დაფიქსირებულიყო".

"მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს გამარჯვებას ვულოცავ და ჩვენი გულშემატკივრების გაწბილებისთვის ძალიან ვწუხვარ. გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა და შესაბამისად, მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მოსალოდნელია".

"ჟოზე მოურინიომ იცის, თუ რა გზა არის საჭირო განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, იგი ყოველთვის მართებულ გადაწყვეტილებას იღებს, რასაც საბოლოოდ შედეგი აუცილებლად მოჰყვება".

Marca.com dle 10.1

  • tata
  • 27 იანვარი 2012
  • 1931
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)