უსათაუროდ

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, სატატიისათვის სათაური ვერ მოვიფიქრე. ან რა უნდა დამეწერა? "მორიგი უიღბლო ელ კლასიკო"? თუ "მსაჯების მორიგი შეცდომა"? არ აქვს მნიშვნელობა რას დავწერთ სათაურად, გუშინდელი შედეგი ამით არ შეიცვლება, შესაბამისად არც უიღბლობაზე და მსაჯის შეცდომებზე წუწუნს დავიწყებ, იმიტომ რომ რეალმა გუშინ ღირსეულად ითამაშა, განსხვავებით სხვა მატჩებისგან და დაამტკიცა ჩემი მოსაზრება, რომ ბარსასთან შემტევი ფეხბურთით თამაში უფრო მომგებიანია, ვიდრე 3 საყრდენით და 5 მცველით!


ბარსელონა როდესაც ღირსეულად იგებდა, ჩემს სტატიას კატალონიური გუნდის გულშემატკივრებისადმი მილოცვით ვიწყებდი. ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ ამ ტრადიციისაგან. რეალის გულშემატკივრებს კი გილოცავთ... არა იმას არ გილოცავთ, რომ სამეფო თასიდან გამოვარდა ჩვენი საყვარელი გუნდი. გილოცავთ იმას, რომ მოვესწარით ჟოზეს გადაწყვეტილებით, გუნდმა შემტევი, ლამაზი ფეხბურთი ითამაშა, სადაც ნაკლები იყო უხეშობა. ეს იყო კლასიკო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ როგორც ორივე გუნდის გულშემატკივრები, ასევე ნეიტრაული ქომაგებიც.

მოკლედ რა მოხდა პირველ ტაიმში, არც არაფერი ბურთს ფლობდა ბარსელონა, რომელიც არც ისეთი შესამჩნევი იყო, როგორც სხვა შემთხვევაში, მაგრამ მომენტებს ქმნიდა სამეფო კლუბი. გონსალო იგუაინს ჰქონდა შანსი დაემხო კარიმ ბენზემას რეკორდული მაჩვენებელი და გაეტანა ელ კლასიკოს ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი, თუმცა იგუაინი რის იგუაინია მომენტი თუ არ გააფუჭა, ამით არ ვაკნინებ პიპიტას. ის მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელი და უმაღლესი კლასის ფორვარდია, თუმცა მომენტების განიავებას ვერ შეეშვა, იგივე შეიძლება ითქვას მეორე მომენტზეც, როდესაც მან კვლავ ვერ მოახერხა გოლის გატანა. შემდეგ ოზილის ბრწყინვალე დარტყმა, რომელიც ძელმა აისხლიტა. იმ ბურთს პინტო კი არა ვალდესი, შმეიხელი, ბუფონი, კასილასი, კანი დინო ძოფი და იაშინი (ქრონოლოგიურად არ დამილაგებია, რომელიც პირველი გამახსენდა ის დავწერე, იმედი მაქვს ამის გამო არ დამძრახავთ) რომ მდგარიყვნენ ერთად ვერ აიღებდნენ. არსებობს საფეხბურთო კანონი, რომლის მიხედვითაც არ გაიტან გაგიტანენ. ვინ მოიფიქრა ეს საფეხბურთო კანონი ნაღდად არ ვიცი და არც ვეთანხმები, მაგრამ გუშინ ეს წესი ავტომატურად ამოქმედდა და თან მძიმე ფორმებში, გაიტანეს ორჯერ. პირველი ტაიმის ბოლოს ბარსელონა ორ ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. აღსანიშნავია ალვეშის გოლი, რომელსაც მადრიდის რეალის გულშემატკივრები სიდედრის ან ყვავის მკვლელად ნათლავენ (მარტივად რომ ვთქვათ, მისი დარტყმების შემდეგ ბურთი ხშირად ამოუცნობი ტრაექტორიით მიდის და ამოუცნობ მფრინავ ობიექტს (UFO,НЛО,ამო) ივივე მფრინავ თეფშს ხვდება ხოლმე), მაგრამ დაცინვას ბრაზილიელმა მცველმა ბრწყინვალე გოლით უპასუხა. შეიძლება ვთქვათ "გაუვარდა ყარაულის ჟანგიანი თოფივით" ან მსგავსი რამ, მაგრამ ფაქტია კატალონიელთა ორიანმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი, რადგან გუნდი შეტევაში კარგად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით მესუთ ოზილი, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. არც რიკარდო კაკა გამოიყურებოდა ცუდად პირველ ტაიმში, უბრალოდ გოლის შემდეგ სადღაც დაიკარგა. კრიშტიანო რონალდომ კი ბევრი იმუშავა. მეორე ტაიმში მადრიდელები გოლზე დაგეშილები გამოვიდნენ და მიაღწიეს კიდევაც შედეგს, კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა თავი და ანგარიში 2:1-მდე შეამცირა, ამით იმედი ჩაუსახა გუნდს. მადრიდის რეალის მეორე გოლმა კი ისეთი სიამოვნება მომანიჭა, მეტყველების უნარი დავკარგე. კარიმ ბენზემამ ბარსელონას კაპიტანს და სიმბოლოს კარლეს პუიოლს ბურთით ისეთი რაღაც გაუკეთა, შეუძლია კარიერის დასრულებაზე იფიქროს ვეტერანმა ფეხბურთელმა. ფრანგ თავდამსხმელს, რომელსაც 2 წლის განმავლობაში აკრიტიკებდნენ ყველა სკეპტიკოსს გუშინ დაუმტკიცა (აქამდეც დამტკიცებული ჰქონდა, მაგრამ იმ გოლით განსაკუთრებით.), რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და ნებისმიერ მომენტში შეუძლია საკუთარ თავზე თამაშის აღება, რასაც ადრე ვერ ბედავდა, ახლა მისთვის ჩვეულებრივი ამბავია, თუნდაც ბარსელონასთან. ამ გოლის შემდეგ შემცივდა და მაკანკალებდა, ვნერვიულობდი, ძალიან მინდოდა თეთრებს მესამე გოლიც გაეტანათ. ისიც არ მახსოვს ბოლოს როდის მიეჯაჭვა ბარსელონა საჯარიმოს და როდის იყვნენ ასეთი დაბნეულები. მათ თავიანთი მოკლე პასებიც არ გამოსდიოდათ.

სამწუხაროდ თეთრებმა ვერ მოახერხეს მესამე გოლის გატანა, მაგრამ გამოეთიშნენ თავაწეულები! ღირსეულად იბრძოლეს და არაფერი დააკლეს, განსხვავებით პირველი მატჩისგან, რომელიც აშკარად მწვრთნელის შეცდომა იყო. რეალმა დაამტკიცა, რომ ამ გუნდმა შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს ნებისმიერ გუნდთან! მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, რომელმაც მიიღო ან არ მიიღო ამ მატჩში მონაწილეობა. ვინც ახლდა გუნდს ან ტრავმის გამო მადრიდში დარჩა! (ამ წამს დეჟა ვუს გრძნობა დამეუფლა, თითქოს ეს სიტყვები დაწერილი მაქვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ფაქტი ერთია, რომ სამეფო კლუბმა გუშინ ბარსელონა ნოუ კამპზე დაჩაგრა).

P.S. რამოსის გოლი და წითელი არ შევიყვანე ამ სატატიაში, რადგან ზემოთ აღვნიშნე, რომ მსაჯებზე და უიღბლობაზე წუწუნს არ ვაპირებთქო, ასე რომ თქვენთვის მომინდია იმის განსჯა გასაგდები იყო თუ არა ანდალუსიელი მცველი ან უნდა ჩაეთვალათ თუ არა მისი გოლი. dle 10.1

  • SunSay
  • 26 იანვარი 2012
  • 6071
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)