შესაძლო ახალი რეკორდი

შესაძლო ახალი რეკორდი


მარადონას, კაკას, რონალდინიოსა და ბექჰემის პრეზენტაციები სხვებისგან გამორჩეული გახლდათ. ამ მოთამაშეთა წარდგენას ათიათასობით ადამიანი დაესწრო. გასულ კვირას, კაკას პრეზენტაციას “სანტიაგო ბერნაბეუზე” 55 000-მა ინჩასმა მიადევნა თვალი. კრისტიანო რონალდოს კი, აღნიშნული რეკორდის დამხობის შანსი აქვს. პორტუგალიელის წარდგენა, შესაძლოა, დიეგო მარადონას “ნაპოლში” პრეზენტაციის შემდეგ, ყველაზე ხმაურიანი და მრავალრიცხოვანი გამოდგეს.


დიეგო არმანდო მარადონა “ნაპოლში” 1984 წელს, “ბარსელონადან” გადაბარგდა. არგენტინელს “ნაპოლის” საშინაო არენა, “სან პაოლოზე” 75 000 გულშემატკივარი მიეგება. ამას გარდა, წარდგენას ესწრებოდა 300 აკრედიტებული ჟურნალისტი, ხოლო იტალიურ ტელევიზია “რაის” მარადონას პრეზენტაციის პირდაპირ ეთერში ჩვენების ექსკლუზიური უფლების მოპოვება 30 000 დოლარი დაუჯდა.

გასულ კვირას კაკას პრეზენტაციას 55 000 ადამიანი დაესწრო. ეს რიცხვი მეტია იმ გულშემატკივრების რაოდენობაზე , რომლებიც რონალდინიოს წარდგენებს დაესწრნენ, “ბარსელონასა (20 000 ფანი) და “მილანში” (40 000).

30 000 ადამიანი დაესწრო ტიერი ანრის პრეზენტაციას “ბარსელონაში”. დევიდ ბექჰემის წარდგენას “ლოს ანჯელეს გალაქსში” კი, 8 000 ადამიანმა მიადევნა თვალი სტადიონიდან. ასეთი რიცხვი იმ ქვეყნისთვის, სადაც ფეხბურთი ჯერჯერობით ნაკლებად არის განვითარებული, მართლაც საუცხოოა.

მაშ ასე, ახლა ყველაფერი კრისტიანო რონალდოს პრეზენტაციაზეა დამოკიდებული, რომელიც დღევანდელი დღის მთავარი სპორტული მოვლენაა. პორტუგალიელის წარდგენა ჩვენი დროით, 21:00 საათზე იქნება.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

  • niko
  • 6 ივლისი 2009
  • 4121
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)