"ბარსელონა" - "რეალი" [პრევიუ]

გთავაზობთ დღევანდელი მატჩის პრევიუს...


"მოედანზე სიკვდილამდე ვიბრძოლებთ და მადრიდის "რეალის" ქომაგებს თავს ამაყად ვაგრძნობინებთ." - ასეთი განცხადება გააკეთა იკერ კასილიასმა გუშინ. მას არც სერხიო რამოსი და სხვები ჩამორჩნენ და ყველა მათგანი იმედს იტოვებს შემდეგ ეტაპზე გასვლისა. ამისათვის კი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს. პირველი მატჩი "ბერნაბეუზე" "რეალმა" 1-2 დათმო, დღეს კი განმეორებითი შეხვედრა ღამის პირველ საათზე აიღებს სტარტს "კამპ ნოუზე".

მართალია, მადრიდის "რეალს" ძალიან მცირე შანსები აქვს "კოპა დელ რეის" ტიტულის დაცვისა, მაგრამ "მერენგებს" საკმაოდ კარგი სიტუაცია აქვთ შექმნილი "ლა ლიგაში". პირველი წის შემდეგ მადრიდისტებმა 49 ქულას მოუყარეს თავი და უახლოეს მდევარ "ბარსელონასთან" ხუთ ქულიანი ჰანდიკამპი შეჰქმნეს. უკანაკნელი ტურში ორივე გუნდმა 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. "რეალმა" "ბერნაბეუზე" 4-1 სძლია ბილბაოს "ატლეტიკს", ხოლო ანალოგიური ანგარიშით "ბარსელონამ" იმარჯვა "მალაგაზე" ანდალუსიაში.

ჟოზე მოურინიომ ამ მატჩისთვის 22 ფეხბურთელს უხმო. სიახლე იყო "კასტილიის" მეკარე, ხესუს ფერნანდესის გამოჩენა. როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდს ბარსელონაში ვერ გაყვნენ ტრავმირებული ანხელ დი მარია და სამი ხედირა. რაც შეეხება, "ბლაუგრანას" დანაკლისს, პეპ გვარდიოლას ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან ვილა, ფონტასი და აფელაი, ხოლო კეიტა აფრიკის თასზე გახლავთ.

თვალი გადავავლოთ იმ გზას, რომელიც ორივე გუნდმა გამოიარეს ამ მატჩამდე. "რეალი" მეთექვსმეტედფინალში "პონფერადინას" დაუპირისპირდა. გასვლაზე "მერენგებმა 2-0 იმარჯვეს, ხოლო შინ 5-1. შემდეგ ჟოზე მოურინიოს შეგირდები, ყოფილი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის ამჟამინდელ კლუბს შეხვდნენ("მალაგა"). "ბერნაბეუზე" "ბლანკოსმა" 3-2 იმარჯვა, ხოლო ანდალუსიაში 1-0. "ბარსელონა" პირველ ეტაპზე "ჰოსპიტალეტას" დაუპირისპირდა. გასვლით შეხვედრაში კატალონიელებმა მეტოქეს ერთი გოლო აკმარეს, ხოლო "კამპ ნოუზე" 9. მერვედფინალში პეპ გვარდიოლას შეგირდები "ოსასუნას" შეხვდნენ. კატალონიელებმა აქაც ორივე შეხვედრა მოიგეს - შინ 4-0, ხოლო გასვლაზე 2-1...

აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც. ბოლო 78 წლის განმავლობაში "ბარსელონას" პირველად შეიძლება გადაასწროს "რეალს" ურთიერთშეხვედრებში. ამჟამად კლუბებმა 217-ჯერ ითამაშეს, 86-86-ჯერ მოახერხეს გამარჯვება და 45-ჯერ ფრე დააფიქსირეს. ბურთების შეფარდება კი 363-352-ზე გახლავთ სამეფო კლუბის სასარგებლოდ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)