თვითმფრინავი "მადრიდის რეალი"



როგორც იცით ბევრი ფობია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობია კი აეროფობიაა. არსებობს ხალხი, რომელთაც ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე შეუძლიათ თავიანთი სიცოცხლე ანდონ თეთრ პერანგში და ქუდში გამოწყობილ ადამიანს, რომელმაც სრულიად შესაძლებელია, სამებზე დაამთავრა საავიაციო სასწავლებელი. მაგრამ არსებობს ადამიანთა კიდევ ერთი და პირველზე უფრო მეტად გავრცელებული სახეობა. ადამიანები, რომელთაც ფრენის სიკვდილამდე ეშინიათ. უფრო მეტიც, ადამიანთა ეს ჯგუფი იმდენად დიდია, რომ კიდევ სამ პატარა ქვეჯგუფად შეგვიძლია დავყოთ..


      პირველი ჯგუფი - მშვიდი ადამიანები. მსგავსი მგზავრები სათანადო თვითმფრინავის და სანდო საავიაციო ფირმის არსებობის შემთხვევაში, ზედმეტი აღელვების გარეშე დაფრინავენ და ფრენის დროს პრობლემებს თითქმის საერთოდ არ ქმნიან. ასეთ ჯგუფში, როგორც წესი, შედიან ჭაღარაშერეული 40 წლამდე ასაკის ადამიანები.

      მეორე ჯგუფი - ადამაინები, რომელთაც ეშინიათ ფრენის, მაგრამ ცდილობენ არ შეიმჩნიონ და წყნარად ზიან მათთვის განკუთვნილ ადგილებზე. გულის სიღრმეში კი ნერვიულობენ და თითოეული პატარა ხმაური თუ მოძრაობა მათში დიდ აღელვებას იწვევს.

      ბოლოს კი მესამე და ყველაზე საშიში ჯგუფი - ეს არის მშიშარა მგზავრები, რომლებიც თავიანთ შიშს საქვეყნოდ გამოხატავენ. მათ პანიკა უკვე ტაქსში ჩაჯდომისთანავე ეწყებათ და ტრაპზე ასვლის დროსაც კი იმის იმედი აქვთ, რომ ვიღაც ჯადოქარი მათ ტელეპორტაციას გაუკეთებს და 15 წუთის მერე ჰაერის ნაცვლად სახლში იქნებიან..



      მოკლედ, ალბათ უკვე დაიღალეთ და გაინტერესებთ თუ რა შუაშია ეს მადრიდის "რეალთან". გეტყვით, რომ ძალიან მაგონებს ეს ყველაფერი დღევანდელ მადრიდის რეალს. "ბლანკოსმა" მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული თვითმფრინავის მოდელი შეიძინა. ამ თვითმფრინავის ტესტირება კი ჯერ არ ჩატარებულა, უბრალოდ თეორიულად მას ყველაზე კარგი მონაცემები აქვს. მიზანი ნათელია, დაამარცხონ "ბარსელონა", ანუ განახორციელონ წარმატებული ფრენა. კიდევ ერთ შედარებას მოვიყვანდი და რამოსისა და "განსაკუთრებულის" ციტატების გაცვლას, რომელიც კლასიკოს შემდეგ გავრცელდა პრესაში, მგზავრებს შორის დაწყებულ პანიკას შევადარებდი. ეს თავის თავში დარმწუნებული გუნდი უკვე მერვე ცდაა ვერ ახერხებს ძრავის გაშვებას, რაც თავისთავად სალონში მყოფი ადამიანების აღელვებას იწვევს.

      და იწყება მგზავრების დაყოფა. შეიძლება ჯერ აქამდე არ მისულა საქმე, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ასეც მოხდეს. როდესაც ყველაზე ხმაურიანები პანიკაში არიან, მათ შეუძიათ ეს შიში არათუ მეორე, არამედ ყველაზე წყნარ - მესამე ჯგუფის მგზავრებსაც კი გადასდონ. საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს გუნდის დაპირისპირება მწვრთნელთან, რომელიც ისედაც არ სარგებლობს საზოგადოების დიდი სიყვარულით. (უბრალო მადრიდისტებს კი შეგახსენებდით, რომ ადამიანი ყველაზე არასწორ გადაწყვეტილებებს ზუსტად პანიკაში ყოფნისას იღებს)

        თუმცა, მაინც არ ღირს მგზავრების განსჯა..

      სავსებით შესაძლებელია, თვითმფრინავია გაუმართავი.
ის ხომ ჯერ მხოლოდ მოდელი იყო რომლის გამართულად მუშაობის გარანტიას ვერავინ მოგვცემდა.. dle 10.1

  • khmala
  • 25 იანვარი 2012
  • 3053
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)