კასილიასი & რამოსი: "ბოლომდე ვიბრძოლებთ"

სამეფო კლუბის კაპიტნებმა, "რეალის" ოფიციალურ მედიას "ელ კლასიკოზე" ისაუბრეს.


იკერ კასილიასი: "ბილბაოელებთან მატჩამდე, ჩვენს ფიქრებში მხოლოდ ლა ლიგა იყო, მაგრამ თამაშის შემდეგ, როდესაც ვალდებებასზე დავბრუნდით, ფეხბურთელები ერთმანეთს ვუყურებდით და ვამბობდით, რომ კბილები უნდა ავილესოთ, რამეთუ "ბარსელონასთან" ორთაბრძოლა ძალიან რთული იქნება.კატალონიაში მხოლოდა იმ განზრახვით ჩავდივართ, რომ შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვოთ."

"ყველანი ბევრს ვსაუბრობთ "კლასიკოს" შესახებ.თითოეულ ფეხბურთელს უნდა ამ რანგის შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.გუნდმა უნდა გამოავლინოს გამრჯვებულის მენტალიტეტი და ირწმუნოს საკუთარი ძალების."

"ვგონებ, ჩვენს გასახდელში, მსგავსი სასიამოვნო და ამაღლებული განწყობა დიდ ხნის განმავლობაში არ ყოფილა.გუნდი სულიერად ამაღლებულია.მოწყენის არანაირი მიზეზი არ არსებობს."

"ის სხვაობა, რომელიც "ბარსასთან" გვაქვს, ჩვენს სწორ მუშაობაზე მეტყველებს."რეალი" ნამდვილად იმსახურებს ლიდერობას.ვიცით, რომ ნებისმიერი ოპონენტი გაორმაგებული ძალით თამაშობს ჩვენს წინააღმდეგ.ამიტომაც საჭიროა გაერთიანებული ძალით მუშაობა და ბარიერების დაძლევა."

"მჯერა, რომ ხვალინდელი თამაში ბრწყინვალე გამოდგება.გვინდა, რომ ქომაგებმა ამაყად იგრძნონ თავი.მწვრთნელის გადასაწყვეტია ვინ ითამაშებს სასტარტოში, თუმცა ის ვიცი რომ ნებისმიერი მადრიდელი სიკდვილამდე იბრძოლებს მოედანზე."

სერხიო რამოსი: "ვიცით, რომ ნამდვილად შეიძლება ყველაფრის შემობრუნება.კატალონიაში ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.ნაყოფიერი შედეგებიდან გამომდინარე, მორალურად კარგად ვართ."

"გაფუძებული საქმის გამოსწორება, "რეალში" უცხო ნამდვილად არ არის.ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი და შესაბამისად, ვეცდებით, რომ პირველი მატჩის შემდეგ, გამარჯვება მოვიპოვოთ.გუნდი ერთიანია და ძალიან გვინდა ნახევარფინალში თამაში."

"როგორც გუნდის მეორე კაპიტანი, გარწმუნებთ, რომ ასეთი ერთიანობა არასდროს ყოფილა გასახდელში."რეალში" ძლიერი მოთამაშეები ირიცხებიან.სწორედ ეს მოგვიტანს წარმატებას.ჩვენი ურთიერთობა მწვრთნელთან ყოველთვის კარგი იყო.მოურინიო იდეალური დამრიგებელია.ჩვენ ბევრს ვსწავლობთ მისგან.მას ნამდვილად უნდა დიდი შედეგების დაფიქსირება "რეალთან" ერთად."

"5 ქულიანი სხვაობა გვაკავშირებს "ბარსელონასთან."ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია ფაქტია.კატალონიური მხარე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, კარგად მომზადებისა."

"ქომაგებმა იციან, რომ გამარჯვების გამო ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ."რეალს" ყველაფერი შეუძლია." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)