2 გოლი 100-მდე

სამეფო კლუბს "ატლეტიკთან" დაპირისპირებაში, შანსი აქვს გაიტანოს მე-100 გოლი მიმდინარე სეზონში.


წლეულს, მადრიდელებმა 31 შეხვედრა ჩაატარეს და აქტივში 98 გოლი ჩაიწერეს (63 ლა ლიგაზე, 19 ჩემპიონთა ლიგაზე, 12 სამეფო თასზე და 4 ესპანეთის სუპერ თასზე).საშუალოდ, "თეთრები" 3.16 ბურთს იტანენ თითოეულ შეხვედრაში, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მოურინიოს გუნდმა 59 მატჩში 148 გოლის შეგდება შეძლო (102 ლა ლიგაზე, 25 ჩემიონთა ლიგაზე & 21 სამეფო თასზე).მიმდინარე პრიმერაში, მე-18 ტურს თავზე, "ბლანკოსები" 63 გოლს მოითვლიან, რაც აბსოლიტური რეკორდია კლუბის ისტორიაში.აქამდე საუკეთესო შედეგი 1960-61 წ.წ. სეზონში ფიქსირდებოდა (18 ტურის შემდეგ 61 გოლი).ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ პორტუგალიელის დამოძღვრილმა ბიჭებმა მსგავს ტემპში გააგრძელეს ბურთაობა, მხოლოდ ესპანეთის პირველობაზე, 133 გოლს მოუყრიან თავს, რაც უბადლო მაჩვენებელი იქნება.ამ მხრივ, "რეალის" საუკეთესო შედეგიანობა 1989-90 წ.წ. სეზონში დაფიქსირდა, როდესაც სამეფო კლუბის მოთამაშეებმა 107 გოლით დაასრულეს ლა ლიგის გათამაშება.

ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის პირველობაზე ანალოგიური გამტანიანობით, ვერცერთი ევროპული გრანდი ვერ დაიკვეხნის.ცნობისთვის, ინგლისის პირველადგილოსან "სიტის" ჯერჯერობით მხოლო 55 ბურთი აქვს გატანილი პრემიერ ლიგაზე.

98 გოლიდან, 58 "სანტიაგო ბერნაბეუზე" იქნა გატანილი, ხოლო 40 კი სტუმრად.რაც შეეხება გუნდის სამ საუკეთესო ბომბარდირს - რონალდუ (27), იგუაინი (17), ბენზემა (17).მადრიდული ტრიო ცდილობს, კატალონიური ტრიოს (მესი, ეტოს, ანრი) რეკორდის მოხსნას, რაც სეზონში სამი ფეხბურთელის მიერ, ჯამში 100 გოლის გატანას შეეხება.

და ბოლოს, სტატისტიკიდან გამომდინარე, კალეხონი ესანეთში ყველაზე ეფექტურ გამტანად ითვლება.ის ყოველ 77 წუთში ერთხელ არხევს მოწინააღმდეგის კარის ბადეს.

პ.ს. ვიმედოვნებ, რომ მადრიდელების ასიანი არ დააყოვნებს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)