"ესეც გაივლის"

მინდა პატარა სტატია მეც შემოგთავაზოთ ბოლო დროს ხალხის შექმნილ აზრთან დაკავშირებით.


რა თქმა უნდა რთულია დღეს შეხედო მადრიდის "რეალს" და ოდნავ მაინც არ გაღიზიანდე ამდენი წაგების გამო. წინა სტატიაში მე ვახსენე , რომ უნდა ედგე გუნდს გვერდში და ასეც ვთვლი და ახლა უფრო მეტად ჭირდება გუნდს გვერდში დგომა.. რას ვიზამთ ამ პერიოდში გუნდს რთული დრო უდგას, აგებს ყველა მატჩს კატალონიელებთან.. არსებობს უამრავი მიზეზი და მოდით ამას ნუ ჩავუღრმავდებით , თორემ ისევ აზრთა სხვადასხვაობას გამოვიწვევთ და ატყდება უაზრო კამათი. ერთი პატარა ისტორია მინდა მოგიყვეთ და დავუკავშირო მადრიდის "რეალს".

იყო ერთი მეფე და უნდოდა ისეთი რაღაც ცოდნოდა რაც გაჭირვების ჟამს დაეხმარებოდა და გამოიყვანდა მდგომარეობიდან. დაიბარა იმ ქვეყნის ყველაზე ბრძენი ადამიანი და უთხრა ასეთი რაღაც : " ისეთი რაღაც მინდა ვიცოდე ,რაც დამეხმარება მაშინ როცა ძალიან გამიჭირდება "

ბრძენმა იფიქრა იფიქრა და ბოლოს ფურცელზე დაწერა რაღაც , მისცა მეფეს და უთხრა : " ეს მხოლოდ მაშინ წაიკითხე , როცა სხვა გამოსავალი არ გექნება !! "

გავიდა წლები მეფე უდარდეულად ცხოვრობდა, იყო პრობლემები , მაგრამ არა ისეთი რომ ის ნაწერი წაეკითხა.. მაგრამ დადგა დრო მეფეს ძალიან ძალიან გაუჭირდა , აღარ იცოდა რა ექნა და გადაწყვიტა ის ფურცელი აეღო და წაეკითხა რა ეწერა ზედ. აიღო და გახსნა, ზედ ეწერა : "ესეც გაივლის"

მართლაც ასეა, ქვეყანაზე მუდმივი არაფერია, ყველა კარგი თუ ცუდი გაივლის, არ დარჩება და მუდმივი არ იქნება. ასე არის ეს პერიოდიც.. ეს დრო ჩაივლის, მადრიდის "რეალი" დაამარცხებს "ბარსელონას" და ისევ იამაყებენ გულშემატკივრები თავიანთი გუნდით და ის გულშემატკივრები , რომლებიც დღეს ლანძღავენ "რეალს" გულის სიღრმეში ინანებენ , რომ გაჭირვების დროს გუნდს ცუდად იხსენიებდნენ...

მე მჯერა დადგება მალე დრო და მადრიდი ისევ პირველი იქნება !!! მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, დამშვიდდით და ნუ ლანძღავთ გუნდს ფეხბურთელებს და მწვრთნელს.. ისინი ჩვენთვის იბრძვიან და ცდილობენ გაგვახარონ... dle 10.1

  • CampOO
  • 20 იანვარი 2012
  • 3846
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)