გჯეროდეთ საკუთარი გუნდის !!!

მოგესალმებით ყველას. მინდა როგორც ჰალას ადმინმა პატარა სტატია დავწერო დღევანდელ თამაშზე და მივმართო გულშემატკივრებს...


ბევრისთვის მომაბეზრებელი , მაგრამ ბევრისთვის დაუვიწყარი დაპირისპირება. "რეალი" - "ბარსელონა" .

ამ ბოლო დროს ვხედავ, რომ ძალიან ბევრ გულშემატკივარს ასე ვთქვათ ხელი აქვს ჩაქნეული დღევანდელ მატჩზე და ფიქრობენ , რომ მადრიდი კვლავ დამარცხდება.. დღეს შედგება დაუვიწყარი სანახაობა "ბერნაბეუზე" . გამოვა მსოფლიოს 2 საუკეთესო გუნდი და ისევ დაიწყება ომი პირველობისთვის. მილიონობით მაყურებელი მიუსხდება ტელევიზორს და იხილავს ამ მართლაც გასაოცარ სანახაობას, იქნება შეძახილები , გინება და ა.შ

გჯეროდეთ საკუთარი გუნდის !!!


გულის სიღრმეში თითქმის ყველამადრიდისტა საკუთარი გუნდისგან დღეს გამარჯვებას ელის და მაინც აქვს იმედი მოგების ,მაგრამ არიან ისეთები ვინც ხმამაღლა ამბობენ , რომ აზრი არ აქვს დღევანდელ მატჩს, მაინც წააგებენ და მსგავსი გამონათქვამებით ამტკიცებენ, რომ გუნდის არ ჯერათ.. ასეთ დროს ჭირდება საყვარელ გუნდს გულშემატკივრობა და მხარდაჭერა თორემ "გრანადას" "ზაგრების დინამოს" და მსგავს გუნდებთან რეალი უპრობლემოდ იგებს და მაგ მომენტში ყველას ძალიან უყვარს თავისი გუნდი , მაგრამ არ არის ასე !! მთავარი "ბარსელონაა" , სადაც ყველა თითოეული მადრიდისტა გვერდში უნდა დაუდგეს საკუთარ გუნდს, არცერთი წამით არ გაიფიქრონ რომ წააგებენ.. მოსაბეზრებელია ამდენი მარცხი კატალონიელებთან , მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ გულშემატკივრები , რომ ბოლომდე ვედგეთ გუნდს მხარში და არ შევაგინოთ ცუდი არ ვთქვათ და ბოლომდე ვიყვიროთ HALA MADRIIIIIIIIID

გჯეროდეთ საკუთარი გუნდის !!!

რთულია რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა , მაგრამ დღეს მინდორზე ჰამიტ ალინტოპიც რომ გამოვიდეს მასაც უნდა ვუგულშემატკივროთ , რადგან ის ჩვენთვის მადრიდისტებისთვის თამაშობს. ყველა ფეხბურთელი თავს დებს მინდორზე და იბრძვის გამარჯვებისთვის, შეიძლება რონალდო ეგოისტი იყოს ,მაგრამ შეიძლება მასაც გაუგო ის ხომ ძალით არ აფუჭებს მომენტებს, ისიც ნერვიულობს რომ არ გამოსდის თამაში.. შევეშვათ რონალდოს


გჯეროდეთ საკუთარი გუნდის !!!

უბრალოდ ერთი რაღაც მინდა გითხრათ მადრიდისტებო დღეს რაც არ უნდა მოხდეს სტადიონზე მაინც ბოლომდე უგულშემატკივრეთ გუნდს !! რომ მოიგოს დღეს "რეალმა" აი მერე რას იტყვიან ისინი ვინც წაგებას წინასწარმეტყველებდნენ და საკუთარ გუნდში ეჭვი შეეპარათ... ბოლომდე დაუდექით გუნდს მხარში და არცერთი წამით არ გაიფიქროთ , რომ დღეს ბერნაბეუ წაგებულ რეალს იხილავს !!!

ყველამ ერთად მადრიდისტებოოოოოოოოო Unoooooooooo Doooooooooos Treeeeeeeeeeeeees Halaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa....................


გჯეროდეთ საკუთარი გუნდის !!! dle 10.1

  • CampOO
  • 18 იანვარი 2012
  • 4651
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)