მოუ: "დიდებული მატჩი იქნება"

ჟოზე მოურნიომ "ბარსელონასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


"ნახევარი წლის წინ კრიშტიანო რონალდო ბევრ გოლს იტანდა, ასრულებდა ჰეტ-ტრიკებს, მისმა გოლმა ტიტულიც მოგვაპოვებინა. ახლა კი პორტუგალიელი მთლიანად გუნდურ თამაშზეა გადართული. "მალიორკასთან" მატჩის მეორე ტაიმში თავი ამაყად ვიგრძენი, რადგან ფეხბურთელები გაცხოველებულნი იბრძოდნენ. რონალდო უდიდეს საქმეს ასრულებდა მოედანზე და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის გუნდური თამაში უპირველესი და ყველაზე მნიშნელოვანია."

"რაც შეეხება დი მარიას, იგი არ არის სრულ მზადყოფნაში. მე ველოდები საბოლოო დასკვნას და ამის შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას. თუ შევხედავ, რომ ჩემი ფეხბურთელი რისკის წინაშეა, ვარჩევ, რომ მან დაისვენოს და "ლა ლიგაში" განაგრძოს თამაში, რადგან ეს ტურნირი უფრო იწვევს ინტერესს ჩვენში."

"ეს ისეთი თამაშია, სადაც რამოსის ფლანგზე გამწესება არ შეიძლება, რადგან იგი ფენომენალურად გამოიყურება ცენტრში. ფაბიოს შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა მცველია. ხედირას არყოფნაში ლასი დაიკავებს ცენტრალური ნახევარმცველის ადგილს. ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით პეპეს პოზიციაზე, არაა გამორიცხული მან შედარებით წინ ითამაშოს, საყრდენზე. მაგრამ ამ მატჩში ბევრად მნიშვნელოვანი შეტევაა. ჯერ ვერ ვიტყვი ბენზემა იქნება თუ იგუაინი. ორივე ბრწყინვალე ფორმაშია და ორივე იმსახურებს ძირითადს."

"კარვალიო გამოჯანმრთელდა და იანვარში იგი უკვე მზად იქნება მოედანზე გასასვლელად. რამდენიმე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აქვს და ისინი მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ, რამეთუ რომელიმეს გამოკლება მომდევნო მატჩისთვის უდიდეს პრობლემებს შეგვიქმნის."

""ბარსელონა" დიდებული გუნდია და ჩემთვის არანაირი მნიშნელობა არ აქვს ისინი სამი, ოთხი თუ ათი მცველით იწყებენ თამაშს. ჩემი ურთიერთობა ამ გუნდთან ყველამ კარგად იცის, მათთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და არც არასდროს მქონია." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)