მოურინიო: "მალიორკასთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია"

ჟოზე მოურინიომ მალიორკასთან მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.


"ლა ლიგაში მალიორკას უნდა შევხვდეთ და მთლიანად ამ მატჩზე ვართ ორიენტირებულნი, ბარსაზე სალაპარაკოდ სხვა დროსაც მოვიცლით. მედია ამ დროს მოგებულია, რადგან ნაკლებს მუშაობს და უფრო მეტს ყიდის, თუმცა კატალონიურ კლუბთან მატჩზე ყურადღების გამხვილებას დღეს არ ვაპირებ."

"რა თქმა უნდა პრიორიტეტს ლა ლიგას ვანიჭებთ. ამ წუთისათვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მატჩი მალიორკასთან გვაქვს. ჩვენი ოპონენტი კუდში მოგვსდევს და ნებისმიერ მატჩში 3 ქულა უნდა ავიღოთ, რადგან მათ მოახლოების საშუალება არ მივცეთ. გამარჯვების მისაღწევად კი ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. გასულ სეზონში სწორედ აქ დავკარგეთ ქულები და ამ რისკის წინაშე ახლაც ვდგავართ. ახლა მალიორკა საუკეთესო ფორმაშია და ისინი კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, ამან კი შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვიქმნას."

"იმედი მაქვს სამეფო თასის მატჩები ფეხბურთელებს არ დაღლის, რადგან ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის გასვლაზე, ჯერ მალიორკასთან და შემდეგ ბილბაოში ატლეტიკთან. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გუნდმა კონცენტრაცია არ დაკარგოს. რა თქმა უნდა კოპა დელ რეიც მნიშვნელოვანი ჩემპიონატია და იქ მოსაგებად და ტიტულის დასაცავად ვიბრძოლებთ, მაგრამ ამჟამად მთლიანად ლა ლიგას უნდა დავუთმოთ ყურადღება."

"დი მარია სამწუხაროდ გუნდს ვერ დაეხმარება, იმედი მაქვს ის მალე მომჯობინდება და შემდეგ კვირას შემოგვიერთდება, არ მსურს რისკის გაწევა და ფეხბურთელის ტრავმის გამიზეზება. აგრეთვე არ ღირს ხედირას ტრავმაზე ტირილიც, რადგან ეს არაფერს მოგვიტანს. ახლა მთავარია რაციონალურად მივუდგეთ ამ საკითხს. ის გუნდისათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ეს მდგომარეობას არ ცვლის. გასულ სეზონში იგუაინიც გამოაკლდა გუნდს, ბენზემამ კი ის იდეალურად შეცვალა. სათადარიგოთა სკამი სწორედ ამიტომ გვყავს, ასეთ მომენტებში ფეხბურთელებმა ერთმანეთი უნდა შეავსონ. ვინც შანსს მიიღებს, უნდა დაამტკიცოს, რომ ძირითადში თამაშის ღირსია."

"რაც შეეხება კარვალიოს მან უკვე დაიწყო ვარჯიში, თუმცა მალიორკაში არ წამოვა, რადგან ბოლომდე მზად ჯერ კიდევ არ არის. სამწუხაროდ შაჰინს ჯერ ვერ ვენდობი, ვინაიდან მან გამოტოვა წინასასეზონო შეკრება და ბევრი არ უთამაშია, ნური ფორმიდან არის ამოვარდნილი. თურქი თავის შანსს უნდა დაელოდოს."

"ზამთარში არც არავის დავიმატებთ, არც არავის გავუშვებთ ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან არ მსურს გუნდში ახალმა ფეხბურთელებმა დალაგებული სიტუაცია აურიონ."

"რონალდო ცენტრ ფორვარდია და მისი ჯარიმების შესრულების ხარისხი სავსებით მაკმაყოფილებს, როდესაც აკრიტიკებთ ფეხბურთელს უნდა გაიხსენოთ, რომ იგი ბოლო ოქროს ბუცის მფლობელია და მასზე მეტი გოლის გატანა მხოლოდ ესტონეთის ჩემპიონატში მოთამაშე თავდამსხმელმა შეძლო!" dle 10.1

  • SunSay
  • 14 იანვარი 2012
  • 2256
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)