სტოიჩკოვი : "ორივე კლასიკოს მოგება წარმოუდგენელია"

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა, ყოფილმა მოთამაშემ,სტოიჩკოვმა რადიო მარკას ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ სამეფო თასზე მადრიდის "რეალის" ორჯერ დამარცხება წარმოუდგენელია...


"მადრიდის "რეალთან" თამაში ძალიან რთულია, ჟოზე მოურინიომ მოახერხა და საკუთარი გუნდი კატალონიის ბარსელონას სიძლიერემდე მიიყვანა, გვარდიოლას ბრწყინვალე კოლექტივი ჰყავს, მაგრამ ჟოზეს გუნდი არაფრით ჩამოუვარდება მეურვეს. თითო-თითო შეხვედრა შესაძლოა ორივემ მოიგოს, მაგრამ არამგონია რომელიმე გუნდმა 100%-იანი შედეგი აჩვენოს."

"უკანასკნელი შეხვედრის პირველი ნახევარი, განსაკუთრებით 15 წუთი სამეფო კლუბმა ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ შემდეგ რატომღაც ყველა რგოლი ჩავარდა, დარწმუნებული ვარ მომდევნო შეხვედრებში დაძაბულობა კიდევ უფრო მოიმატებს."

ბოლოს სტოიჩკოვმა რონალდოზეც ისაუბრა.

"საერთოდ როდესაც მაღალი დონის ფეხბურთელი ხარ, ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე გყავს, კრიშტიანო ბრწყინვალე მოთამაშეა, მან მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მოიპოვა, ასევე იგი ოქროს ბუცის მფლობელია, მისი თამაშის ნახვა ყველასთვის სასიამოვნოა და კრიტიკას ყურადღება არასდროს არ უნდა მიექცეს." dle 10.1

  • Hala
  • 14 იანვარი 2012
  • 2183
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)