ბენზემა : "ლა ლიგა უმნიშვნელოვანესი ტურნირია"

კარიმ ბენზემამ სამეფო კლუბის ოფიციალურ სპონსორთან ისაუბრა...


"ნამდვილად კარგ ფორმაში ვიმყოფებით და გამარჯვებების სერიის შეწყვეტას არც მალიორკასთან ვაპირებთ, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და წარმატება თავისით მოვა."

"მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, მალიორკას მოთამაშეები მებრძოლი სულით გამოირჩევიან, დარწმუნებული ვარ ისინი ბოლომდე შეგვებრძოლებიან და თუნდაც ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ნამდვილად არ გვსურს დაუგეგმავი ქულების დაკარგვა და ჩემპიონობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება."

"24 წლის ასაკში მადრიდის "რეალის" დამრტყმელი ძალა ვარ, მეტზე ალბათ ვერც ვიოცნებებდი, მიხარია რომ გუნდში მნიშვნელოვანი ადგილი მიჭირავს და დახმარების გაწევა შემიძლია, გოლების გატანა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს."

"მნიშვნელოვანია, რომ ჩემ ყველა თანამემამულეს ვაჯობე და სამეფო კლუბის ისტორიაში ფრანგებს შორის პირველი ადგილი დავიკავე გატანილი გოლების მხრივ, ჯერ-ჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ და რა თქმა უნდა კიდევ ბევრჯერ ავიღებ მეტოქეთა კარს. ზინედინ ზიდანი ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელი და პიროვნებაა, მისი შედეგის გაუმჯობესება ორმაგ მოტივაციას მაძლევს."

"რა შეიძლება ითქვას კრიშტიანო რონალდოზე, იგი უბრალოდ ფენომენალური ფეხბურთელია და უამრავი რამის გაკეთება შეუძლია, მასთან ერთად თამაში ერთგვარი სიამოვნებაა, პორტუგალიელი "ბლანკოსის" წარმატებებში უდიდეს როლს ასრულებს."

"საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ყოველთვის ლიონის ოლიმპიკი იქნება და დარწმუნებული ვარ ისინი წელს თასის მოგებას მოახერხებენ, მარსელი, ლილი, პსჟ და კიდევ რამდენიმე გუნდი ყოველთვის კონკურენტუნარიანი იქნება, მაგრამ ოლიმპიკი შეუდარებელია." dle 10.1

  • Hala
  • 13 იანვარი 2012
  • 1688
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)