კაკას, რონალდოსა და ბენზემას საერთო ძალები

კაკას, რონალდოსა და ბენზემას საერთო ძალები


კაკას, ბენზემასა და რონალდოს სახით, “რეალმა” ევროპის წამყვანი ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელები გადაიბირა.


კაკა ბრაზილიის ნაკრების ლიდერია. 2007 წელს კი, ის ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ისიც ფაქტია, რომ რიკი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე იყო. ბრაზილიელი “ლეგა კალჩოს” ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერადაც ითვლება.

კრისტიანო რონალდო ამ ზაფხულს, კაკას შემდეგ, “რეალის” მეორე შენაძენი გახდა. ამჟამად პორტუგალიელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. 2008 წელს, მან “ოქროს ბურთი” მოიგო, ასევე გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფიფასა და FIFPro-ს ვერსიით. კრისტიანო ინგლისის პრემიერლიგის, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატაც ითვლება, საუკეთესო მოთამაშე იყო წლების მანძილზე.

და ბოლოს, კარიმ ბენზემა. პრემიერლიგას, სერია ა-სა და პრიმერასთან ერთად, საფრანგეთის ჩემპიონატი ევროპაში საუკეთესოა. თუმცა ბენზემა წარმატებით ასპარეზობდა როგორც ეროვნულ პირველობაზე, ასევე ევროთასებზე. კარიმის პროგრესიდან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ მას ევროპის რომელიმე ტოპ-გრანდი გადაიბირებდა, - ფრანგი მადრიდის “რეალში” გააგრძელებს კარიერას.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ “სამეფო კლუბმა” იტალიის, ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელები შეიძინა.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 6 ივლისი 2009
  • 4150
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)