კარიმ ბენზემას სანავიგაციო სისტემა

ფეხბურთელები დაკავშირებული არიან ბევრი საგნით, ბურთით, თანაგუნდელებით, მეტოქეებით და სივრცით, მაგრამ ყველას კი არ შეუძლია თავისი შემადგენელი ნაწილების ერთნაირად ფლობა. სინამდვილეში, მხოლოდ ერთეულები აღწევენ ღირებულ წარატებას, იმიტომ რომ ამისთვის საჭიროა არამარტო ტექნიკა, სისწრაფე და ფიზიკური სიძლიერე, არამედ სივრცის სწორი გაგება და ჭკვიანური მუშაობა, რომელიც სიტუაციიდან გამომდინარე, მიმართული იქნება სხვადასხვა მოქმედებების შესრულებისაკენ. ხოაკინ კაპაროსი ასეთ ფეხბურთელებზე ამბობს, რომ ისინი ჯიპიესით თამაშობენ. კარიმ ბენზემას სანავიგაციო სისტემა მართლაც რომ გამართულია.


”მადრიდის რეალში” ბენზემას განვითარება და წინსვლა ცხადყოფს, რომ ფრანგმა შეძლო თავისი შემტევი თამაშის სტილის პოვნა. ბენზემას შემთხვევაში საუბარია არა მორიგ ძლიერ თავდამსხმელზე, არამედ საუბარია თავდამსხმელზე, როგორც გუნდის შემადგენელ ნაწილზე, რომელიც აფრქვევს სახიფათო მომენტებს, თამაშობს, როგორც ცენტრფორვარდი, ასევე ფლანგებზე, როგორც ”გრანადასთან” შეხვედრაში, იგუანითან ერთად და მის გარეშე. სწორი გადაწყვეტილების მიღება და ტექნიკა, სიზუსტე ბურთის ფლობისას და დარტყმისას, ყველაფერ ამას ბენზემა თან ურთავს მუდმივ მოძრაობას. სწორედ ასეთი თავდამსხმელების ეშინიათ მცველებს, ვინაიდან ის თვალს ადევნებს მათ და ხედავს მათ, ისინი კიდევ ერთხელ შეხედავენ მას და ფორვარდი უკვე აღარ არის იმ ადგილას.

ადვილად შეთავსებადი, როგორც იგუაინთან, ასევე მის გარეშე, უბრალოდ ნებისმიერ სხვა ”ცხრიან”-ის როლის შემსრულებელთან, ბენზემა უბრალოდ არავის აძლევს საშუალებას, რომ მის პოტენციალში ეჭვი შეიტანონ. უფრო მეტიც, კიდევ შეიძლება გაგრძელება, ფრანგი თავს უფრო უკეთ ტიპიური ცენტრფორვარდისთვის განკუთვნილი სივრცის გარეთ გრძნობს, სადაც ის უფრო მეტ თავისუფლებას და სამოქმედო რადიუსს, ასევე ჩართვის შესაძლებლობებს ფლობს. როგორც რაულს, ბენზემას შეუძლია მთელ მოედანზე მოძრაობა. ის ამას მცველების ჩრდილის ქვეშ ახერხებს, მაგრამ ამავდროულად მას სულ რაღაც წამები ჭირდება იმისთვის, რომ მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდეს.

---ორფეო სუარესი - სპორტული გამომცემლობა El Mundo
dle 10.1

  • shvela
  • 9 იანვარი 2012
  • 2642
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)