ლა ლიგა: XVII ტურის სიმბოლური ნაკრები

Goal.Com-მა გამოაქვეყნა ლა ლიგას მეჩვიდმეტე ტურის სიმბოლური ნაკრები, სადაც სამი რეალის ფეხბურთელი: სერხიო რამოსი, მესუთ ოზილი და კარიმ ბენზემა მოხვდა.


ლა ლიგა: XVII ტურის სიმბოლური ნაკრები


ლევანტემ მალიორკასთან უგოლო ფრე ითამაშა, ეს შედეგი კი პირველ რიგში გუსტავო მუნუას "ბრალია", რომელმაც ბრწყინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და მშრალად შეინახა კარი.

ლა ლიგა: XVII ტურის სიმბოლური ნაკრები


სერხიო რამოსი განაგრძობს მადრიდის რეალის დაცვის ცენტრში პროდუქტიულად თამაშს. გარდა იმისა, რომ მადრიდელთა ოთხიანი საიმედოდ იდგა დაცვაში, გრანადას კარის აღებაც მოახერხა. ვეტერანი სერხიო ბალესტეროსი კი ლევანტეს შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ალვარო დომინგესი კი შეუდარებელი იყო ატლეტიკოს შემადგენლობაში, მისი დახმარებით მადრიდულმა კლუბმა კარი მშრალად შეინახა.

ლა ლიგა: XVII ტურის სიმბოლური ნაკრები


მართალია მატჩი ოსასუნასა და სოსიედადს შორის ფრედ 0-0 დასრულდა, მაგრამ კარლოს ველამ თავისი შესაძლებლობები ყველას აჩვენა. მესუთ ოზილს ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა გრანადასთან მატჩში მან გაიბრწყინა და თეთრების მიერ დადგმული შოუს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო, მან სამი საგოლე პასი მიითვალა. ბორხა ვალერომ კი ვალენსიასთან შეხვედრაში საგოლე პასი გააკეთა, ამით ის არ დაკმაყოფილდა და გოლის გატანაც მოახერხა. ჯეფერსონ მორენომ კი ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ბეტისი წარმატებაში.

ლა ლიგა: XVII ტურის სიმბოლური ნაკრები


მართალია კარიმ ბენზემამ მთელი მატჩი არ ითამაშა, მაგრამ მისი მოქმედებები შეტევაში ბრწყინვალე იყო, მან ღირსეულად მიიღო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. სესკ ფაბრეგასმა ბარსელონაში ახალი პოზიცია მოიგო და ესპანიოლის წინააღმდეგ ცენტრ-ფორვარდად ითამაშა და ესპანიოლთან გოლის გატანაც მოახერხა. ალვარო ვასკესმა კი ბარსასთან მატჩში გაიტანა გოლი და ანგარიში გაათანაბრა, ამ გოლით დერბიში ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. dle 10.1

  • SunSay
  • 9 იანვარი 2012
  • 3437
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)