საუკეთესო სტარტი ისტორიაში

მადრიდის "რეალის" მორიგი პირადი რეკორდი!!!...


მადრიდის "რეალი" რიგით 81–ე "პრიმერას" სეზონს ატარებს. "მერენგებმა" უკვე 17 ტური დაასრულეს და 61(!) გოლიც გაიტანეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ 17 მატჩიდან "რეალს" ორში გოლი საერთოდ არ გაუტანია. საერთო ჯამში, "მერენგებს" საშუალოდ მატჩში 3.58 გოლი გააქვთ. 17–დან 10 შეხვედრაში "ბლანკოსებმა" 4 და 4–ზე მეტი გოლის გატანა შეძლეს.

მადრიდის "რეალისთვის" ეს საუკეთესო სტარტი აღმოჩნდა არსებობის ისტორიაში. აქამდე "რეალს" ამდენი გოლი არასდროს ჰქონდა გატანილი, საუბარია პირველ წრეზე. ცხადია, "მერენგებს" კიდევ შეუძლიათ გოლების რაოდენობის გაზრდა, რამეთუ პირველი წრის დასრულებამდე მათ კიდევ ორი მატჩი აშორებთ.

აქამდე საუკეთესო შედაგად 1950–1951 და 1960–1961 წლების სეზონი ითვლებოდა. ორივე შემთხვევაში "თეთრებმა" 53–53 გოლის გატანა მოახერხეს.

რაც შეეხება გუნდის მეგოლეებს, გოლის გატანა თორმეტმა ფეხბურთელმა შეძლო. საუკეთესო კრიშტიანო რონალდო გახლავთ 21 გატანილი ბურთით. შემდეგ მოდიან: იგუაინი(13), ბენზემა(10), დი მარია(4), კაკა(3), კალეხონი(2), რამოს(2), მარსელო(2), ალონსო(1), პეპე(1), ვარანი(1) და ალტინტოპი(1).

საუკეთესო სტარტი ისტორიაში
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)