მოუ: ""გრანადა" სახიფათო გუნდია"

ჟოზე მოურინიომ გუშინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...


""გრანადა" კარგი გუნდია, ისინი შესანიშნავად იცავენ თავს და შეტევაში ძალზედ სახიფათოდ ირჯებიან. მსურს, ყველა ამ გუნდის გულშემატკივარს მივულოცო, რადგან 36 წლიანი პაუზის შემდეგ ისინი "ბერნაბეუზე" ბრუნდებიან. პირადად ჩემთვის, "გრანადას" მწვრთნელობა ან ფეხბურთელობა საამაყო იქნებოდა."

""ლა ლიგის" გათამაშება აღფრთოვანებას იწვევს ჩემში და ყველაზე მეტად სწორედ აქ მინდა გამარჯვება. ჩემპიონთა ლიგა სულ სხვაა, იგი "El Dorado" გახლავთ, რომლის მოგება ყველას სურს. "პრიმერაში" საქმე სულ სხვაგვარადაა, ჩემპიონობისთვის რამდენიმე თვიანი დაუღალავი შრომაა საჭირო, ბევრი მატჩების მოგება და მის ჩემპიონობას სწორედ ის იღებს, ვინც ამას იმსახურებს."

""მალაგასთან" მატჩში საშნლად არ მომეწონა ჩემი ფეხბურთელების გარჯა პირველ ტაიმში, თუმცა მათ მეორე ნახევარში სულ სხვაგვარი თამაშ აჩვენეს და მატჩის ბედი შემოატრიალეს. ეს გულშემატკივრებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი იყო. ასეთ მომენტებში მაქსიმალურად კონცენტრირება გვმართებს."

"არ ვიცი ჯერ ბენზემასა და იგუაინს ერთად თამაშის საშუალებას მივცემ თუ არა. მიმდინარე სეზონში მათ რამდენჯერმე მოახერხეს ერთად ასპარეზობა, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ მე ერთი თავდამსხმელით მიყვარს თამაში. გუნდი ასე უფრო კარგად გამოიყურება, რადგან ერთ გამოკვეთილ ფორვარდს ორივე მხრიდან პარტნიორები ხელს უწყობენ მაქსიმალურად."

"სხვადასხვა პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტი მაქვს და ეს ძალიან კარგია. მაშნ როცა მარჯვენა ფლანგზე პრობლემებია, როცა არბელოას ტრავმა აქვს, როცა რამოსს ცენტრშ უწევს თამაში, მე თავისუფლად შემიძლია ამ პოზიციაზე გამოვიყენო ალბიოლი, ლასი, ალტინტოპი ან კოენტრაო."

"ვიმედოვნებ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს არავინ დატოვებს. რაც შეეხება ოზილს, მე მისი თამაში ძალიან მომეწონა "მალაგას" წინააღმდეგ. არ მაინტერესებს მისი ჩაგდებული მატჩები, მთავარია, რომ ის კარგად თამაშობს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)