მადრიდელთა საახალწლო არდადეგები

ცნობილმა ესპანურმა ჟურნალმა Marca–მ, წარმოგვიდგინა კვირის საუკეთესო ფოტოების კრებული, რომელშიც 9 საინტერესო და მშვენიერი სურათია შესული. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მასალა მოპოვებულია საახალწლო არდადეგებზე.


მადრიდელთა საახალწლო არდადეგები


როგორც ხედავთ, კრიშტიანუ რონალდუ და თავის მეგობარი გოგონა, ირინა შეიკი მზეს ეფიცხებიან. ფოტოს ავტორმა, ნამდვილად კარგი მომენტი დაიჭირა, ვინაიდან ნათლად ჩანს, რომ ორივე მათგანი თავის სტიქიაში იმყოფება. კრიშტიანუ რონალდუ მობილურით ერთობა, ხოლო ირინა შეიკი თავის გარეგნობაზე ფიქრობს. სავარაუდოდ, პორტუგალიელი რომელიმე გოგონას ემესიჯება, რადგან მისი შეყვარებული საკმაოდ შეუხედავია. რუსი მოდელი კი მამაკაცს ეძებს, რისთვისაც ის ფორმაში ყოფნას ცდილობს. მოგეხსენებათ, კრიშტიანუ ძალიან ცუდად ექცევა მისი შვილის დედას და სათანადო სითბოს არ გამოხატავს (ავტ).

მადრიდელთა საახალწლო არდადეგები


ძნელი გამოსაცნობი არაა, თუ სად გაატარა რონალდუმ საახალწლო არდადეგები. მადრიდი, ლონდონი, პარიზი, ნიუ–იორკი და სხვა ქალაქები სიცივემ მოიცვა, სწორედ ამიტომ, პორტუგალიელმა გაცილებით თბილ ქალაქ მალდივაში გადაწყვიტა ძველი წლის გაცილება და ახალის მიღება. რასაკვირველია, იგი მარტო არ იმყოფებოდა. მას თან ახლდა ცნობილი მოდელი, ირინა შეიკი.

მადრიდელთა საახალწლო არდადეგები


როგორც უკვე გაუწყეთ, რონალდუ ახალგაზრდა გოგოს ძიებაში იყო და სავარაუდოდ, მან ეს უკვე მოახერხა. ალბათ ხედავთ, რომ მალდიველ დელფინზე ბედნიერი ქალბატონი არ დაიარება ჩვენს პლანეტაზე.

მადრიდელთა საახალწლო არდადეგები

მადრიდელთა საახალწლო არდადეგები


მადრიდელთა 7 ნომერმა, ამჯერად მოგზაურობა დუბაიში განაგრძო, სადაც ცხადია, მასთან ერთად მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო მოდელი იყმოფებოდა. კრიშტიანუ დაესწრო ცერემონიას, რომელსაც სახელად World Soccer–ი ეწოდებოდა. პორტუგალიელმა, ასევე ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას დუბაიში.

მადრიდელთა საახალწლო არდადეგები


ზემოთ ხსენებული მეგა–ვარსკვლავის მსგავსად, რიკარდო კაკამაც გადაწყვიტა დუბაიში მოგზაურობა. ბრაზილიელის ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმ ღონისძიებამ, რომელიც ცნობილ ქალაქში იმართებოდა. მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს ე.წ რეკლამა უნდა გაეკეთებინათ დუბაისთვის, რათა ტურიზმს პროგრესი განეცადა. აქვე გეტყვით, რომ ფლეიმეიქერი არაბულ ქალაქში თავის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

მადრიდელთა საახალწლო არდადეგები

მადრიდელთა საახალწლო არდადეგები


როგორც ყოველთვის, იკერ კასილასმა ახალი წელი თავის მეგობრებთან და ოჯახთან ერთად გაატარა. იშვიათობაა, როცა ესპანელი კიპერი საკუთარ სახლში არ აცილებს ძველს და არ ეგებება ახალ წელს. შესაბამისად, გამონაკლისი არც მიმდინარე არდადეგებზე დაფიქსირდა.

მადრიდელთა საახალწლო არდადეგები


მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, პეპემ, საახალწლო არდადეგები შინ, პორტუგალიაში გაატარა. როგორც ირკვევა, მას ძალიან უყვარს ნაძვის ხის გალამაზება, კორექტივების შეტანა ან თუნდაც აწყობა.

Marca.com dle 10.1

  • tata
  • 5 იანვარი 2012
  • 2971
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)