მოურინიო 14–2 პელეგრინი

ჟოზე მოურინიოსა და მანუელ პელეგრინის გუნდები, 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე, სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. სამივე მატჩში პორტუგალიელი სპეციალისტის შეგირდებმა იმარჯვეს და უმეტეს შემთხვევაში გაანადგურეს მეტოქე გუნდის მოთამაშეები.


ზემოთ ხსენებულ გუნდებს შორის 2011 წლის პირველი მატჩი 3 მარტს გაიმართა, სადაც სამეფო კლუბმა 7–0 იმარჯვა საკუთარ არენაზე. მეორე მატჩი ამ სეზონში, 22 ოქტომბერს გაიმართა და კვლავ დედაქალაქელებმა იმარჯვეს, თუმცა ამჯერად 0–4. უკანასკნელი შერკინება რამდენიმე დღის წინ, კერძოდ 3 იანვარს შედგა.

როგორც იცით, "კოპა დელ რეის" გათამაშების 1/8 ფინალურ ეტაპზე, მადრიდული გიგანტი სწორედ პელეგრინის გუნდს დაუპირისპირდა. დამეთანხმებით, რომ ხსენებულ გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. "თეთრებმა" დიდი ორთაბრძოლის შედეგად მაინც მოიგეს, ანგარიშით 3–2.

აქვე გეტყვით, რომ განმეორებითი მატჩი 10 იანვარს "რა როსალედაზე" გაიმართება, რომელიც სავარაუდოდ კვლავ საინტერესო და მრავალმხრივი იქნება. ნიშანდობლივია, რომ 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე, "რეალმა" 14 გოლი გაუტანა მანუელის გუნდს, ხოლო "მერენგთა" ყოფილმა თავკაცმა, მანუელ პელეგრინიმ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ 2–ჯერ მოახერხა. შესაბამისად, მოურინიოსა და პელეგრინს შორის ბურთების შეფარდება 14–2 წინააღმდეგაა.

ჟოზეს მეთაურობით, "თეთრები" ანდალუსიელებს 5–ჯერ შეხვდნენ, სადაც განსაკუთრებულის გუნდმა 4–ჯერ იმარჯვა და 1–ჯერ ფრედ ითამაშა.

Marca.com
dle 10.1

  • tata
  • 5 იანვარი 2012
  • 1951
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (188)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)