მოურინიო : "იანვარი გადატვირთული იქნება"

სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მალაგასთან შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


"სამეფო კლუბს იანვრის თვე ძალიან დატვირთული ექნება, ვინაიდან 6 შეხვედრის გამართვა, მოგვიწევს, მათგან 2 "მალაგასთან" იქნება, ეს გუნდი მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის და თამაში არც ისე იოლი იქნება, საშობაო არდადაგების შემდეგ ჩვენ უკვე შევიკრიბეთ და რამდენიმე ვარჯიში გავმართეთ, მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება."

"ესპანეთის სამეფო თასზე ერთი მეტოქე უკვე დავამარცხეთ, მომდევნო კონკურენტი კი გაცილებით უფრო ძლიერია, დარწმუნებული ვარ რთული მატჩი გველის და მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, რადგან პელეგრინის შეგირდებს დიდი ამბიციები აქვთ. ჩემი ფეხბურთელები კარგ ფორმაში იმყოფებიან და მე მათი მჯერა."

"მალაგელებთან ერთხელ უკვე ვითამაშეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენ მაშინ პირველივე ტაიმში მოვახერხეთ მეტოქის კარის აღება, კარგი იქნება თუ დღესაც იგივეს გავიმეორებთ, თუმცა ყველაფერი ერთ შეხვედრაში არ გადაწყდება, რადგან სათამაშო 180 წუთია."

"ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გაიხსნა, მაგრამ დარწმუნებული ვარ არავინ გამოგვაკლდება, მსურს ეს სეზონი იმ შემადგენლობით დავასრულო, რომლითაც დავიწყე, გუნდი ბრწყინვალედ არის დაკომპლექტებული და არავის დამატებას არ საჭიროებს. არანაირი ტრანსფერი არ განხორციელდება."

"ფეხბურთელებს უკვე დიდი ხანია არ უთამაშიათ, მაგრამ მუდმივმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო და ყველა მათგანი სასურველ კონდიციაში, არ ვაპირებ რაიმე ექსპერიმენტის ჩატარებას, "რეალი" ჩვეულ სტილში ითამაშებს და გულშემატკივარს დიდ სიხარულს აჩუქებს, აუცილებელია გოლების გატანა."

"რიკარდო კარვალიომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ტრავმის მოშუშება შეძლო და იგი გუნდს სულ მალე დაუბრუნდება, ამ კვირაში პორტუგალიელი ნამდვილად ვერ ითამაშებს, რადგან მისი ფორმა არ მაძლევს რადიკალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, იგი სულ მალე ჩადგება სასურველ კონდიციაში და ამის შემდეგ გუნდის დახმარებას აუცილებლად მოახერხებს, რიკის გამოცდილება ამ შემთხვევაში ფასდაუდებელია და ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ მას არ ვენდოთ."

"ხოსე კალეხონი 2 წლის მანძილზე იყო მშობლიურ გუნდს მოწყვეტილი და სხვა კოლექტივის ფილოსოფიის შესწავლაც მოახერხა, მაგრამ იგი დაბრუნდა და ყველას გვაკვირვებს, ახალგაზრდა მოთამაშე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩემი ნდობა მოიპოვოს, კალეხონი მინდორზე შესვლისთანავე სახიფათო ფიგურა ხდება და ძალიან ხშირად ახერხებს მეტოქის კარის აღებას, ხოსეს დიდი მომავალი აქვს სამეფო კლუბში, მისი მონაცემები ნამდვილად აკმაყოფილებს ჩემ მოთხოვნებს და მე მას დიდ პატივს ვცემ." dle 10.1

  • Hala
  • 3 იანვარი 2012
  • 2101
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)