ოპერაცია ”როდრიგო”

”მადრიდის რეალი” იწყებს ოპერაციას კოდური სახელწოდებით ”როდრიგო”. ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს გამომცემლობა AS-ი.


”მადრიდის რეალი” განიხილავს თავდამსხმელი როდრიგო მორენოს 2012 წლის ზაფხულში დაბრუნების გეგმას. კლუბი თვალს ადევნებდა ახალგაზრდა ფეხბურთელის ევოლუციას/განვითარებას ”ბენფიკა”-ში, სადაც ის გადავიდა 2010 წლის ზაფხულში 6 მლნ. ევროდ. მადრიდში მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელის (წარმოშობით როდრიგო სწორედ ამ ქვეყნიდანაა) გადმობირებას 12 მლნ. ევროდ შეძლებენ.

როდრიგოსთან მიმართებაში შემდეგი სიტუაციაა: ”მადრიდის რეალს” ქონდა გამოსყიდვის უფლება მაქსიმუმ 10 მლნ. ევროდ, მაგრამ ეს უფლება კოენტრაუს ყიდვისას დკარგა. მიუხედავად ამისა, ”ბენფიკას” პრეზიდენტთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პორტუგალიელები მიიღებენ ესპანური გრანდის ნებისმიერ შეთავაზებას. ”მადრიდის რეალი” იმედოვნებს, რომ ფეხბურთელს 12 მლნ. ევროდ გადმოიბირებს, რაც ორჯერ აღემატება იმ თანხას, რომელიც მის სანაცვლოდ თავის დროზე ”ბენფიკამ” გადაიხადა.

მოურინიო მიესალმება მის დაბრუნებას. მწვრთნელი იცნობს კანტერანოს (მას ქონდა საშუალება გაეცნო ეს ფეხბურთელი 2010 წლის ზაფხულში, მანამ სანა იგი ”ბენფიკაში” გადავიდოდა) და ის მუდამ თვალს ადევნებდა მის პროგრესს. ”ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია კანტერანოებში. ”მადრიდმა” ის ”ბენფიკაში” უკან გამოსყიდვის უფლებით გაუშვა და ვფიქრობ, რომ ეს იმის მანიშნებელია, თუ რა ყურადღებით ეკიდება გუნდი მის პროგრესს” -განაცხადა მოურინიომ.


წყარო: AS
dle 10.1

  • shvela
  • 29 დეკემბერი 2011
  • 4280
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)