მოუს ინტერვიუ

ჟოზე მოურინიომ ესპანურ გამომცემლობა AS.com-ს მეტად საინტერესო ინტერვიუ მისცა.


- რამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა თქვენს განვითარებაზე, როცა სამწვრთნელო პროფესიას ეუფლებოდით?

- არასდროს დამავიწყდება ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი, რომელსაც დავესწარი მაშინ, როცა ფიზკულტურისა და სპორტის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. იყო საგნები, რომელთა საჭიროებაში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, ხოლო ფილოსოფიის ლექტორი კი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს შეხედულება შემეცვალა. მან ერთხელ მითხრა: ”შენ ხომ აპირებ ფეხბურთის გუნდის მწვრთნელობას-არა?”. მე ვუპასუხე: ”დიახ, ეს ზუსტად ისაა, რაც მე მინდა.” მაშინ მან შემდეგი რაღაც მითხრა: ”გესმის, თუ ვინმემ მხოლოდ ის იცის, რაც პრინციპში ყველა ფეხბურთის მწვრთნელმა უნდა იცოდეს, მაშინ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ადამიანმა იცის ფეხბურთი.” პროფესორის ამ სიტყვებმა მე მაიძულა დავფიქრებულიყავი. იქიდან მოყოლებული ბევრს ვმჲშაობ იმისთვის, რომ სხვადასხვა სპორტის ფილოსოფია ვისწავლო და არამარტო ფეხბურთი.

- კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს?

- ეს მდგომა საბაზისო გახდა ჩემთვის. ძალიან დიდი ამბიციები მქონდა, ყოველთვის მინდოდა , რომ კარგი მწვრთნელი ვყოფილიყავი, სწორედ ამიტომაც არასდროს შემიწყვეტია სხვა სპეციალობების სწავლა, რომლებიც ამ სპორტთან არანაირ კავშირში არ არიან.

- არის იმის შანსი, რომ სწორედ ამ მიდომას გამოიყენებთ მაშინ როცა, თქვენ კვლავ ჩაუდგებით სათავეში რომელიმე ინგლისურ საფეხბურთო კლუბს?

- ვფიქრობ. ეს მართლაც მომავალი ეტაპი იქნება ჩემს კარიერაში. ამჟამად ძალიან გახარებული ვარ ”მადრიდის რეალის” მწვრთნელობით. შეუდარებელი გამოცდილება მივიღე მადრიდში. ვფიქრობ, რომ ფეხბურთის ისტორიაში ეს საუკეთესო გუნდია, ამიტომაც არ მინდა აქ მუშაობის შესაძლებლობის დაკარგვა. მიუხედავად ამისა, ინგლისი-ჩემი მოწოდებაა. შემდეგი ნაბიჯი ჩემს კარიერაში სწორედ ამ ქვეყანაში დაბრუნება იქნება და თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვგეგმავ, მე მანდ დიდი ხანი დავრჩები.

- თქვენი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე შეგიძლიათ თქვათ, თუ რა შეიცვალა და რა არა მეცნიერული მეთოდების სპორტში გამოყენებასთან დაკავშირებით?

- სპორტის სახეობები ერთმანეთისგან თავიანთი ხასიათით განსხვავებულები არიან. ეს განასაკუთრებით ეხება ინდივიდუალურ და გუნდურ სპორტის სახეობებს. თუ კონკრეტულად ფეხბურთზე ვილაპარაკებთ, მაშინ მასზე ზეგავლენას ყველაფერი ახდენს: მენეჯმენტი, საწვრთნელი და სასწავლო მეთოდების არჩევა, ფიზიკური მომზადება, სამედიცინო შტაბის კვალიფიკაცია, ფსიქოლოგია. ფეხბურთი მუდამ ვითარდება, ამიტომაცაა აუცილებელი, რომ ზემოთმოყვანილ ფაქტორებში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიო.

- არსებობს იმის რისკი, რომ გენიოსები ვერ მოხვდებიან იმ სისტემურ ორგანიზაციაში, რომელიც ფეხბურთში არსებობს?

- სიმართლე გითხრათ, მე ასე არ ვფიქრობ. გენიოსები მუდამ პოულობენ თავიანთ ადგილს ფეხბურთში. ისინი ხომ უმრავლეს შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. გენიალურ ფეხბურთელებთ ერთი თავიანთი ქმედებით მთლიანად დაანგრიონ ყველანაირი სისტემა, რომელიც აწყობილ იყო და შესაბამისად ყველა შენი ნამუშევარი სრულიად წყალში ჩაიყრება.

ასევე არიან გენიოსები მწვრთნელებს შორის. თავად სტატისტიკა და ანალიზი მარტო არაფერს არ ნიშნავს-ეს უბრალოდ მეცნიერებაა. უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ ადგენს სტატისტიკას და ვინ აკეთებს ანალიზს.

იცით რა არის ჩემთვის ყველაზე მთავარი ფეხბურთში? ხალხის მართვა. ფეხბურთი ხომ სულ სხვა რამეა, ის მეცნიერებაა ხალხზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მართო ისინი.

- შეცდომები, რომლებსაც ხანდახან ფეხბურთელებუ უშვებენ, თამაშის სანახაობრივ მხარეს უფრო ამაღლებს. ამ მხრივ, თუ გუნდი ”მუშებით” სავსეა, მაშინ თამაშის სანახაობრივი მხარე არ იქნება თავის დინეზე...

- რა თქმა უნდა, უფრო მეტიც, მე მჯერა, რომ ფეხურთელის ემოციური განვითარების დონეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთში. ერთი საქმეა დაარტყა თერთმეტმეტრიანი ამხანაგური შეხვედრის დროს, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როცა ანგარიში ისედაც შენ სასარგებლოდ 5:0-ია და სულ სხვაა ანალოგიური რამის გაკეთება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის ბოლო წუთზე ან სულაც მსოფლიო ჩემპიონატზე. მე ვცდილობ ჩემი ფეხბურთელები მოვამზადო ყველაფრისთვის. ბოლოს სწორედ ისინი გამოდიან მოედანზე, ისინი დარბიან იქ და საჭირო დროს სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას და არა ჩვენ. სწორედ ისინი მოქმედებენ მოვლენებზე , რომელიც მოედანზე ვითარდება.

რა თქმა უნდა, ყველა მიღწევა და წარუმატებლობა გუნდური თვალსაზრისით განიხილება, მაგრამ აუცილებელია იმის გააზრება და გაცნობიერება, რომ თითოეული ფეხბურთელი განსხვავებულია. dle 10.1

  • shvela
  • 28 დეკემბერი 2011
  • 5067
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)