მადრიდისტებმა ფანებს ახალი წელი მიულოცეს

სამეფო კლუბის ფეხბურთელები ერთად შეიკრიბნენ და გულშემატკივრებს ახალი წელი მიულოცეს...


პეპე, კრიშტიანო და კოენტრაო

"თითოეულ მადრიდისტას ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ, დარწმუნებულები ვართ მომავალი წელი ბრწყინვალედ ჩაივლის და რაც შეიძლება ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწევთ, ყველას ყველაფერს საუკეთსოს გისურვებთ."

კასილასი, რამოსი, კალეხონი, ალონსო და გრანერო

"ყველას ბედნიერებას, წარმატებას და წინსვლას გისურვებთ, ჩვენი გუნდისთვის 2011 წელი ბევრ ასპექტში კარგი იყო, იმედს გამოვთქვამთ 2012 გაცილებით უფრო კარგი და ტიტულების აღსავსე იქნება. ბედნიერი დროის გატარებას გისურვებთ."

იგუაინი

"2011 წელს უმძიმესი ტრავმა გადავიტანე, იმედს გამოვთქვამ 2012-ში მსგავსი სახის დაზიანებას არცერთი მოთამაშე არ მიიღბს და ყველა კარგ ფორმაში იქნება, ყველაფერს საუკეთესოს და წარმატებებს გისურვებთ."

კაკა და მარსელო

"ყველას ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებთ, მომდევნო წელი თითოეული მადრიდისტასთვის წარმატების მომტანი ყოფილიყოს."

ბენზემა, ლასანა დიარა და ვარანე

"იმედს გამოვთქვამთ 2012 წელი სამეფო კლუბისთვის გარდამტეხი იქნება და ჩვენ ყველაფრის მოგებას მოვახერხებთ, თითოეულ მადრიდისტას ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ."

ხედირა და ოზილი

"იმედი გვაქვს 2011 წელზე ბევრად უკეთესი 2012 იქნება და წარმატებას მივაღწევთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მადრიდისტას ბედნიერება."

ალტინტოპი და შაჰინი

"ჩვენ 2012 წელს ტიტულებს მოვიგებთ და ინჩადას უდიდეს სიხარულს მივანიჭებთ, 2012-ს სწორედ ამ განწყობით ვხვდებით."

კარვალიო და ადანი

"იმედს გამოვთქვამთ 2012 წელი ყველა გასულ წელზე უკეთესი იქნება თითოეული მადრიდისტასთვის და სამეფო კლუბისთვის, ჯანმრთლობას და წარმატებებს გისურვებთ."

აიტორ კარანკა

"მადრიდის "რეალისთვის" 2012 წელი მხოლოდ და მხოლოდ ტიტულების მომტანი უნდა იყოს, ყველა ფეხბურთელი ამ მიზნის გარშემო ტრიალებს, ყველას ბედნიერებას გისურვებთ." dle 10.1

  • Hala
  • 25 დეკემბერი 2011
  • 4217
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)